ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

-2 დღე, -19 საათი, -14 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 53


ვაკანსიის N 42157     

თანამდებობის დასახელება
მარკეტინგისა და მომსახურების განვითარების სამსახურის მრჩეველი
დამსაქმებელი
სსიპ იუსტიციის სახლი
კატეგორია
მარკეტინგი
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა
26.03.2017
თანამდებობრივი სარგო:
1775 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             •	„სსიპ - იუსტიციის სახლის“ მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა და მისი პრაქტიკული განხორციელება;
•	 მარკეტინგული პროექტების დაგეგმვა და მართვა;
•	 ინტეგრირებული მარკეტინგული საკომუნიკაციო გეგმის შემუშავება და განხორციელების მხარდაჭერა;
•	„სსიპ - იუსტიციის სახლის“ ვებგვერდისა და სოციალური ქსელების ადმინისტრირება;
•	 კვლევების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით კვლევითი კომპანიებისათვის მოთხოვნის დეტალური აღწერის მიწოდება;
•	 სარეკლამო  და პიარ კამპანიების დაგეგმვა/განხორციელება;
•	 საიმიჯო/სარეკლამო საშუალებების დაგეგმვასა და შექმნაში მონაწილეობა;
•	 საინფორმაციო კამპანიების, ოფიციალური ღონისძიებების, ბრიფინგების, მედია-სემინარების დაგეგმვა და ორგანიზება;
•	 მედია საშუალებებთან ურთიერთობა;
•	 პრეს-რელიზების მომზადება და საინფორმაციო არხებისათვის მიწოდება;
•     „სსიპ - იუსტიციის სახლის“ მარკეტინგული ობიექტ(ებ)ის იდენტიფიცირება შესყიდვის მიზნით, ტექნიკური დავალე(ბე)ბის მომზადება და შესაბამისი სამსახურისათვის შესყიდვის განსახორციელებლად მიწოდება;
•	ბაზრის კვლევა მარკეტინგული ობიექტ(ებ)ის შესყიდვის მიზნით;
•	სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში პრეტენდენტ(ებ)ის მიერ შემოთავაზებული საქონლის/მომსახურების ტექნიკური მახასიათებლების „სსიპ - იუსტიციის სახლის“ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ კომპეტენციის ფარგლებში დასკვნის მომზადება;
•	„სსიპ იუსტიციის სახლში“ დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებში ჩართულობა და განხორციელების მხარდაჭერა;
•	 უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება. 
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
3 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

აუცილებელია შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“.


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       ძალიან კარგი       ძალიან კარგი
ინგლისური       კარგი       კარგი
რუსული       კარგი       კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №2
საკონტაქტო ტელეფონები
595 - 08 - 79 - 93

დამატებით მოთხოვნები
                    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

•	უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით (სასურველია მაგისტრის ხარისხი ან მაგისტრთან გათანაბრებული);
•	აუცილებელია მარკეტინგის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
•	აუცილებელია საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
•	აუცილებელია კვლევების ჩატარების გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

•	პასუხისმგებლობის გრძნობა;
•	კომუნიკაბელურობა;
•	კეთილგანწყობა;
•	მოტივირებულობა;
•	გამართულად წერის უნარი;
•	შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი;
•	დატვირთულ რეჟიმში მუშაობისა და პრობლემების დროულად მოგვარების უნარი;
•	გუნდურად მუშაობის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    •	კონკურსის ეტაპები: აპლიკაციების გადარჩევა, წერითი დავალება ან/და გასაუბრება;
•	კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა სავალდებულოა შეავსონ სამოტივაციო წერილის ველი და სათანადო ველში მიუთითონ მინიმუმ ერთი რეკომენდატორის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და ელ. ფოსტა. ასევე, აუცილებელია სათანადო ველში კანდიდატმა ატვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველები დარეგისტრირდით საჯარო სამსახურის ბიუროს  ვებგვერდზე და შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა მისამართზე: http://www.hr.gov.ge/ 2017 წლის 26 მარტის ჩათვლით.
                    

                გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                
            •	საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან არაუმეტეს 3 თვის ვადაში.
            


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება











საწყის გვერდზე დაბრუნება