ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

-2 დღე, -19 საათი, -14 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 14


ვაკანსიის N 42153     

თანამდებობის დასახელება
სწრაფი სივრცის ოპერატორი ბორჯომის იუსტიციის სახლში
დამსაქმებელი
სსიპ იუსტიციის სახლი
კატეგორია
მომსახურება
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა
26.03.2017
თანამდებობრივი სარგო:
400 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ბორჯომი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             •	სსიპ - „იუსტიციის სახლის“ საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის/სამართლებრივი აქტების, მომსახურების სტანდარტების და სხვა შიდა აქტების მოთხოვნათა დაცვა;
•	სსიპ „იუსტიციის სახლის“ მომხმარებელთა კონსულტაცია და დამზადებული დოკუმენტების დროული გაცემა უფლებამოსილ პირებზე;
•	მომხმარებელთა მიერ მოთხოვნილ სერვისზე განაცხადის სრულყოფილად მიღება შესაბამის პროგრამებში;
•	მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შემოწმება, კანონის ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
•	განცხადებაში სავალდებულო მონაცემებისა და რეკვიზიტების სრულად ასახვის შემოწმება; დამზადებული დოკუმენტების და მკაცრი აღრიცხვის ბლანკების დაცულობის უზრუნველყოფა;
•	სსიპ - იუსტიციის სახლის დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემით შემოსული კორესპონდენციის დროული გაცნობა, სარეზოლუციო ადრესაციის დროული შესრულება და დასრულების უზრუნველყოფა;
•	მომსახურების პროცესისათვის აუცილებელი ბლანკებისა და საკანცელარიო ნივთების მარაგის ამოწურვის შესახებ უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
•	მენეჯერის დროული ინფორმირება ყველა იმ საკითხზე, რომელმაც შესაძლოა იმოქმედოს ორგანიზაციის რეპუტაციაზე;
•	უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება მომსახურების პროცესში წამოჭრილი პრობლემების შესახებ;
•	უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება ნებისმიერი ტექნიკური, თუ ადამიანური რესურსის თვალსაზრისით შეფერხების შემთხვევაში;
•	ყოველდღიურ საქმიანობაში მაქსიმალური ზრუნვა სსიპ „იუსტიციის სახლის“ აქტივებისა და ქონების დაცვაზე, რაციონალურად და კეთილგონიერად გამოიყენოს მის განკარგულებაში არსებული რესურსები;
•	სსიპ „იუსტიციის სახლში“ მომსახურების პროცესთან დაკავშირებულ დაგეგმილ  მიმდინარე პროექტებში ჩართულობა და  მონაწილეობის მიღება;
•	უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
            

მოთხოვნები
 
სამუშაო გამოცდილება
6 თვე
საკონკურსო თემატიკა
                    

აუცილებელია შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
  • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
  • საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა  რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „სამოქალაქო აქტების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
  • საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის ბრძანებულება №404 „დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის ბრძანებულება №406 „დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულება „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“;
  • საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №509 დადგენილება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილება „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №508 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“; 
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის №241 ბრძანება „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის ბრძანება №4 „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 11 ოქტომბრის №133 ბრძანება „პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემის და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის №99 ბრძანება „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის გაცემისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 4 ნოემბრის №50 ბრძანება „დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანება „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს განათლების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის ბრძანება №113/ნ „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“;  
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“.

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       ძალიან კარგი       ძალიან კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №2
საკონტაქტო ტელეფონები
595 - 08 - 79 - 93

დამატებით მოთხოვნები
                    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

•	უმაღლესი განათლება - ბაკალავრის აკადემიური ხარისხი (სასურველია სამართალმცოდნეობის განხრით);
•	საჯარო დაწესებულებაში ან მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება;
•	კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel, Outlook) ცოდნა;
•	ინგლისური ან სხვა უცხო ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

•	კომუნიკაბელურობა;
•	ლოგიკური აზროვნება;       
•	კეთილგანწყობა;
•	დახვეწილი მეტყველება;
•	მოქალაქეთა თავაზიანად მომსახურების უნარი; 
•	სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
•	მოტივირებულობა;
•	ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
•	სწრაფად ათვისების უნარი;
•	დატვირთულ რეჟიმში მუშაობისა და პრობლემების დროულად მოგვარების უნარი;
•	გუნდურად მუშაობის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    •	კონკურსის ეტაპები: აპლიკაციების გადარჩევა, ტესტირება ან/და გასაუბრება;
•	გასაუბრების ეტაპზე გადავლენ ის აპლიკანტები, რომლებიც გადალახავენ ტესტირების ეტაპს;
•	კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა სავალდებულოა შეავსონ სამოტივაციო წერილის ველი და სათანადო ველში მიუთითონ მინიმუმ ერთი რეკომენდატორის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და ელ. ფოსტა. ასევე აუცილებელია სათანადო ველში კანდიდატმა ატვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

კონკურსში მონაწილეობის მსურველები დარეგისტრირდით საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე და შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა მისამართზე: http://www.hr.gov.ge/ 2017 წლის 26 მარტის ჩათვლით.
                    

                გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                
            •	საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან მაქსიმუმ 3 თვის ვადაში.
            


განცხადების გადარჩევა
ტესტირება
გასაუბრება











საწყის გვერდზე დაბრუნება