ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

-57 დღე, -20 საათი, -56 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 5


ვაკანსიის N 42149     

თანამდებობის დასახელება
სივრცის კონსულტანტი გურჯაანის იუსტიციის სახლში
დამსაქმებელი
სსიპ იუსტიციის სახლი
კატეგორია
მომსახურება
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა
26.03.2017
თანამდებობრივი სარგო:
200 ლარი
ადგილების რაოდენობა
2
სამსახურის ადგილმდებარეობა
გურჯაანი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             •	სსიპ - „იუსტიციის სახლის“ საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის/სამართლებრივი აქტების, მომსახურების სტანდარტების და სხვა შიდა აქტების მოთხოვნათა დაცვა;
•	მოქალაქეთა მოძრაობის ტრაექტორიის დარეგულირება. ხედვის არეალში მოხვედრილ მოქალაქესთან ურთიერთობის დამყარება და მათი გადამისამართება სათანადო მიმართულებით;
•	მოქალაქეთა მოთხოვნების განსაზღვრა, რიგის მართვის სისტემის საშუალებით ბილეთის ამობეჭდვა და შესაბამისს სივრცეში გადამისამართება;
•	მოქალაქეთათვის პირველადი კონსულტაციის გაწევა; 
•	საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელთა მომსახურება, კონსულტაცია და განაცხადების ფორმების გაცემა სსიპ „იუსტიციის სახლის“ შესაბამისი მიმართულების სერვისების ფარგლებში;
•	წინა ხაზის თანამშრომლების მიერ მიღებული განაცხადების და თანდართული დოკუმენტების გადაცემა პარტნიორი სსიპ-ების შესაბამისი სამსახურებისთვის;
•	სსიპ - „იუსტიციის სახლის“ დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემით შემოსული კორესპონდენციის დროული გაცნობა, სარეზოლუციო ადრესაციის დროული შესრულება და დასრულების უზრუნველყოფა;
•	ფოტო-ჯიხურით და სხვა თვითმომსახურების სისტემებით სარგებლობის პროცესში მოქალაქეთა დახმარება;
•	მომსახურების დარბაზში გამოყოფილ ადგილებში საინფორმაციო ბუკლეტების განთავსება და მოწესრიგება;
•	უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება ყველა იმ საკითხზე, რომელმაც შესაძლოა იმოქმედოს ორგანიზაციის რეპუტაციაზე; 
•	უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება მომსახურების პროცესში წამოჭრილი პრობლემების შესახებ;
•	უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება ნებისმიერი  ტექნიკური  შეფერხების შემთხვევაში;
•	ყოველდღიურ საქმიანობაში მაქსიმალურად ზრუნვა სსიპ „იუსტიციის სახლის“ აქტივებისა და ქონების დაცვაზე, რაციონალურად და კეთილგონიერად გამოიყენოს მის განკარგულებაში არსებული რესურსები;
•	სსიპ „იუსტიციის სახლში“ მომსახურების პროცესთან დაკავშირებულ დაგეგმილ  მიმდინარე პროექტებში ჩართულობა და  მონაწილეობის მიღება;
•	უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.  
            

მოთხოვნები
 
სამუშაო გამოცდილება
6 თვე
საკონკურსო თემატიკა
                    

აუცილებელია შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
  • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
  • საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „სამოქალაქო აქტების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“;
  • საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №508 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“; 
  • საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №509 დადგენილება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 11 ოქტომბრის №133 ბრძანება „პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემის და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის №99 ბრძანება „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის გაცემისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 4 ნოემბრის №50 ბრძანება „დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანება „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს განათლების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის ბრძანება №113/ნ „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“;  
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანება „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №241 „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“.

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       ძალიან კარგი       ძალიან კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №2
საკონტაქტო ტელეფონები
595 - 08 - 79 - 93

დამატებით მოთხოვნები
                    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

•	დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობის განხრით);                           
•	საჯარო დაწესებულებაში ან მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება;
•	კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel, Outlook) ცოდნა;
•	ინგლისური ან სხვა უცხო ენის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

•	კომუნიკაბელურობა;
•	ლოგიკური აზროვნება;       
•	კეთილგანწყობა;
•	დახვეწილი მეტყველება;
•	მოქალაქეთა ეფექტურად და თავაზიანად მომსახურების უნარ-ჩვევები; 
•	მოტივირებულობა;
•	ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
•	სწრაფად ათვისების უნარი;
•	დატვირთულ რეჟიმში მუშაობისა და პრობლემების დროულად მოგვარების უნარი;
•	გუნდურად მუშაობის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    •	კონკურსის ეტაპები: აპლიკაციების გადარჩევა, ტესტირება ან/და გასაუბრება;
•	გასაუბრების ეტაპზე გადავლენ ის აპლიკანტები, რომლებიც გადალახავენ ტესტირების ეტაპს;
•	კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა სავალდებულოა შეავსონ სამოტივაციო წერილის ველი და სათანადო ველში მიუთითონ მინიმუმ ერთი რეკომენდატორის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და ელ. ფოსტა. ასევე აუცილებელია სათანადო ველში კანდიდატმა ატვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა უნივერსიტეტიდან;

კონკურსში მონაწილეობის მსურველები დარეგისტრირდით საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე და შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა მისამართზე: http://www.hr.gov.ge/ 2017 წლის 26 მარტის ჩათვლით.
                    

                გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                
            •	საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან მაქსიმუმ 3 თვის ვადაში.
            


განცხადების გადარჩევა
ტესტირება
გასაუბრება











საწყის გვერდზე დაბრუნება