ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

-58 დღე, -11 საათი, -59 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 0


ვაკანსიის N 42147     

თანამდებობის დასახელება
სკოლის ექიმი
დამსაქმებელი
სსიპ-ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარეთის საჯარო სკოლა
კატეგორია
ჯანდაცვა
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა
26.03.2017
თანამდებობრივი სარგო:
395 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             1. მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და მშობლების ინფორმირება/რეკომენდაციის გაცემა; 
2. იმუნიზაციის შესაბამისი ღონისძიებების ხელშეწყობა; 
3. სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში მოსწავლეთა ფიზიკური და გონებრივი განვითარების დარღვევების გამოვლენის შემდგომი რეაგირების ხელშეწყობა და მონიტორინგი;
4. ბავშვებსა და მოზარდებში ისეთი სიმპტომებისა და სინდრომების გამოვლენა, რომლებიც მოითხოვს პირველად და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას; 
5. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მოსვლამდე პირველადი და გადაუდებელი დახმარების გაწევა ტრავმის, დამწვრობის, ასპირაციის, მოტეხილობის, ჭრილობის, რესპირაციული დისტრესის, შოკის, კომის, კრუნჩხვის, ცხელების, ფსიქიკური დარღვევების, ტკივილისა და სხვათა დროს;
6. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის დროული გამოძახება (საჭიროების შემთხვევაში); 
7. მოსწავლეთა შესახებ სკოლაში წარმოდგენილი სპეციალური სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება და შესაბამისი ინფორმაციის შეტანა კომპიუტერში; 
8. ქრონიკული დაავადებების (მაგალითად: სქოლიოზი, მხედველობის დარღვევები და სხვა) გამოვლენის შემთხვევაში ექიმის მიერ დასმული დიაგნოზის შესაბამისი რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი; 
9. ინფექციური დაავადებების პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა; 
10. სკოლაში შემსვლელთა და მოსწავლეთა აცრების კალენდრის შესწავლა და მშობლის/მეურვის ინფორმირების საშუალებით იმუნიზაციის პროგრამებში მოსწავლეთა ჩართულობის ხელშეწყობა, მათთვის რეკომენდაციების მიცემა; 
11. ახდენს მოსწავლეთა ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის კომპიუტერში შეტანას; 
12. გეგმიური და ეპიდსაწინააღმდეგო სანიტარულ-ჰიგიენური და პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა; 
13. სკოლაში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე ზედამხედველობა; 
14. სასკოლო კვების სტანდარტთან გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი; 
15. მოსწავლეთა, სკოლის პერსონალის და მშობელთა/მეურვის სამედიცინო-პროფილაქტიკური განათლება (ჰიგიენის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ცხოვრების ჯანსაღი წესის და სხვ. შესახებ მოსწავლეებთან საუბარს ექიმი აწარმოებს როგორც სადამრიგებლო საათის ფარგლებში, ისე ინდივიდუალურად); 
16. ბავშვებზე ძალადობის ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში სათანადო სტრუქტურების ინფორმირება; 
17. სკოლის დღის რეჟიმის შედგენაში მონაწილეობა; 
18. მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სკოლის დირექციისა და დამრიგებლისათვის რეკომენდაციის მიცემა მოსწავლის საგაკვეთილო პროცესიდან დროებით გათავისუფლების შესახებ. 
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
ერთ წლამდე
პროფესია
ექიმი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მისამართი
დმანისი, სოფელი გომარეთი
საკონტაქტო ტელეფონები
551083005
საკონტაქტო პირი
მზია სარსევანიძე

დამატებითი ინფორმაცია
                    კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:  
• უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;  
• სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;  
• დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ კანდიდატის უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობას (მოწმობები, სერთიფიკატები და სხვა) ასეთის არსებობის შემთხვევაში;  
• მუშაობის შემთხვევაში ცნობა სამუშაო ადგილიდან;  
• სამოტივაციო წერილი, სადაც კანდიდატის მიერ ნათლად იქნება წარმოჩენილი, თუ რატომ სურს სკოლის ექიმის თანამდებობაზე დასაქმება. 
                    

                გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                
            საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.
            


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება





საწყის გვერდზე დაბრუნება