ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

-94 დღე, -14 საათი, -43 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 39


ვაკანსიის N 42146     

თანამდებობის დასახელება
გარდაბნის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სართიჭალის საზოგადოებრივი ცენტრის ოპერატორი (შტატგარეშე)
დამსაქმებელი
სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
კატეგორია
მომსახურება
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა
26.03.2017
თანამდებობრივი სარგო:
600 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
სართიჭალა
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             •	სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისებზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სერვისებზე,  სსიპ საქართველოს ეროვნული  არქივის სერვისებზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისებზე განცხადების მიღება და დოკუმენტების გადაცემა;
•	შპს „მექანიზატორის“ მომსახურებებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების გაფორმება;
•	სოფლის მეურნეობის სახელმწიფო მხარდაჭერასთან დაკავშირებული პროექტების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირება;
•	მომხმარებელთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
•	მომხმარებლისთვის საზოგადოებრივ ცენტრში ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ ზუსტი და კომპეტენტური ინფორმაციის მიწოდება; 
•	კონსულტაციის გაწევა პროცედურებთან, საჭირო დოკუმენტაციასთან, ვადებთან და საფასურთან დაკავშირებით.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
რუსული       დამაკმაყოფილებელი       დამაკმაყოფილებელი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №2
საკონტაქტო ტელეფონები
2401010 (3618)

დამატებით მოთხოვნები
                    აუცილებელია:
•	უმაღლესი განათლება, სასურველია იურიდიული მიმართულებით.

სასურველია:
•	ინგლისური ენის ცოდნა;
•	1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
•	კანდიდატი ცხოვრობდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტში (სართიჭალის საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარე დასახლებაში).

პიროვნული თვისებები:
•	პასუხისმგებლობა;
•	დეტალებზე ორიენტირებულობა;
•	ორგანიზებულობა;
•	კომუნიკაბელურობა;
•	პუნქტუალურობა;
•	დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    • აუცილებელია კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადის გაკეთების დროს ატვირთონ და გამოაგზავნონ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
• კანდიდატების შერჩევა მოხდება ღია და გამჭვირვალე კონკურსის შედეგად, რაც მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
• კონკურსზე შემოსული განაცხადების გადარჩევა მოთხოვნების შესაბამისად;
• ტესტირება ზოგად უნარებში ან/და გასაუბრება;
• გასაუბრების შედეგად შერჩეული კანდიდატი დანიშვნამდე გაივლის ტრენინგს. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მუშაობის დაწყებამდე ან/და მუშაობის პროცესში, მას შესაძლოა მოუწიოს სტაჟირების გავლა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიულ სამსახურებში და იუსტიციის სახლებში;
• სამსახურის ადგილმდებარეობა: სოფელი სართიჭალა (გარდაბნის მუნიციპალიტეტი);
• შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;
• კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ hr.gov.ge-ზე, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გააკეთოთ განაცხადი ვაკანსიაზე;
• სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.sda.gov.ge;
• საზოგადოებრივი ცენტრების შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.centri.gov.ge. 
                    

                გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                
            კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში. კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ქულათა სისტემით.
            


განცხადების გადარჩევა
ტესტირება
გასაუბრება






საწყის გვერდზე დაბრუნება