ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 4 საათი, 47 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 1


ვაკანსიის N 42142     

თანამდებობის დასახელება
სამედიცინო დეპარტამენტის №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის რეანიმაციისა და ანესთეზიოლოგიური განყოფილების ექიმი-ანესთეზიოლოგი
დამსაქმებელი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
კატეგორია
ჯანდაცვა
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა
29.03.2017
თანამდებობრივი სარგო:
1200 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             • პაციენტის პრეოპერაციული მომზადება;
• ანესთეზიის ტექნიკის შერჩევა და დაგეგმვა;
• ანესთეზიის მართვა;
• პაციენტის უსაფრთხო ტრანსპორტირება ანესთეზიის შემდგომ პალატაში ან რეანიმაციაში, საოპერაციოდან შემოსული პაციენტის მიღება/გადაბარება;
• პოსტოპერაციული პაციენტის სტაბილიზაცია, გართულებების დროული ამოცნობა, შეფასება და მართვა;
• კრიტიკული მდგომარეობების მართვა;
• სხვადასხვა ეტიოლოგიის შოკის მართვა;
• სამედიცინო დეპარტამენტისა და ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება (დეპარტამენტის პერსონალისთვის დადგენილი უფლებამოსილებების შესაბამისად).
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
პროფესია
ექიმი
სასურველი ასაკი -დან
21
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს კონსტიტუცია (მეორე  თავი);

ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

გ) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;

დ) საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“;

ვ) საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“;

ზ) საქართველოს კანონი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“;

თ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;

ი) „საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 მარტის №01-8/ნ ბრძანება;

კ) „სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №108/ნ ბრძანება;

ლ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №53 ბრძანება;

მ) იმ დაწესებულების დებულება, სადაც მოსამსახურე ეწევა საჯარო სამსახურს.


საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მისამართი
თბილისი, გორგასლის ქ. №85ა
საკონტაქტო ტელეფონები
2312745
საკონტაქტო პირი
ნატო მიშველიძე

დამატებით მოთხოვნები
                    ა) უმაღლესი სამედიცინო განათლება;
ბ)  სახელმწიფო სერტიფიკატი ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიაში;
გ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
ე) უცხო ენის ცოდნა (სასურველია).
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    1. საკონკურსო განაცხადი მიიღება საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე (www.hr.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში. 
2. კანდიდატი ვალდებულია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე (www.hr.gov.ge) შესაბამის ველში ატვირთოს:
• განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
• სამოტივაციო წერილი;
• სერტიფიკატის ასლი ასეთის არსებობის შემთხვევაში;
• სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.
3. კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და არ არის წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს. 
4. კანდიდატებს, რომელთა წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს უარი ეცნობებათ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდის - www.hr.gov.ge მეშვეობით.
5. კონკურსი მოიცავს საბუთების გადარჩევისა და გასაუბრების ეტაპებს. 
6. კონკურსი ითვლება გავლილად ორივე ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში.
7. კანდიდატები ვალდებულნი არიან გასაუბრების ეტაპზე გამოცხადებისას თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
8. გასაუბრებაზე დარბაზში დაიშვებიან მხოლოდ კანდიდატები.
9. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე გამოცხადებული კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება.
10. გასაუბრების ჩატარების თარიღისა და დროის შესახებ ინფორმაცია კონკურსანტებს 2 დღით ადრე ეცნობებათ თავიანთ განაცხადში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე ან/და ტელეფონით.
11. კონკურსის შედეგებზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ კანდიდატს ეცნობება წერილობით ან/და თავიანთ განაცხადში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
12. კანდიდატის გასაუბრებაზე გამოუცხადებლობა ან დაგვიანებით გამოცხადება წარმოადგენს კანდიდატის გასაუბრებაზე დაუშვებლობის საფუძველს, მიუხედავად იმისა, გამოუცხადებლობა ან დაგვიანება საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული თუ არა.
13. კონკურსი ჩატარდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში. მისამართი: თბილისი, გორგასლის ქ. №85ა.
                    

                გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                
            კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობის საფუძველზე. კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა. კომისია ვალდებულია, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
            


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება







საწყის გვერდზე დაბრუნება