ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

-58 დღე, -11 საათი, -51 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 8


ვაკანსიის N 42132     

თანამდებობის დასახელება
კურიერ-მძღოლი
დამსაქმებელი
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
კატეგორია
საქმისწარმოება
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა
26.03.2017
თანამდებობრივი სარგო:
510 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თეთრიწყარო
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             - კანცელარიის მიერ შესაბამის სასამართლოებში გაგზავნილ საქმეთა მიღება და ადრესატისათვის მიწოდება; 
- თანაშემწეების მიერ ჩამოტანილ გზავნილთა აღრიცხვა, შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში დაფიქსირება; 
- ფოსტიდან უკან დაბრუნებული კორესპონდენციის მიღება და ადრესატისთვის გადაცემა; 
- საქმეების დარიგება სასჯელაღსრულებით და საექსპერტო დაწესებულებებში; 
- სასამართლო ბრძანებებისა და სხვადასხვა დოკუმენტების ჩაბარება საერთო სასამართლოების დეპარტამენტში, ასევე სხვა დაწესებულებებში; 
- სასამართლო გზავნილების და უწყებების მოქალაქეებისათვის და დაწესებულებებისათვის ჩაბარება; 
- რაიონში წასაღებ საქმეთა შეფუთვა და ფოსტის წარმომადგენლისთვის მათი ჩაბარება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
საშუალო სკოლა დამთავრებული
სასურველი ასაკი -დან
21
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) „საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი;

ბ) „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №1/310 გადაწყვეტილება;

გ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის VIII თავი.


საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მისამართი
ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქუჩა №11
საკონტაქტო ტელეფონები
577285817
საკონტაქტო პირი
თამაზი სხილაძე

დამატებით მოთხოვნები
                    ა) აუცილებელია ჰქონდეს მართვის მოწმობა;
ბ) სასურველია უმაღლესი განათლება, ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
გ) სასურველია მძღოლად ან კურიერად მუშაობის გამოცდილება;
დ) სასურველია კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    - გასაუბრების ეტაპზე მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის (აპლიკაციის) გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს;
- კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით;
- კონკურსს ჩაატარებს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს საკონკურსო-საატესტაციო კომისია (მისამართი: ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. №11).

„ჩემი რეზიუმეს” შესაბამის ველში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
1. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
2. მართვის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ (გასაუბრების) ეტაპზე, თუ იგი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ან არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი მითითებული დოკუმენტაცია.
                    

                გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                
            კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში; კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით.
            


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება





საწყის გვერდზე დაბრუნება