ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

-2 დღე, -19 საათი, -12 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 131


ვაკანსიის N 42126     

თანამდებობის დასახელება
პროფესიული მასწავლებლის ტრენერი პედაგოგიური კურსისათვის (შტატგარეშე)
დამსაქმებელი
სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
კატეგორია
განათლება/სწავლება
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა
26.03.2017
თანამდებობრივი სარგო:
შეთანხმებით
ადგილების რაოდენობა
12

ფუნქციები
                             - ტრენინგის ჩატარება პროფესიული განათლების მასწავლებლებისათვის პროფესიულ პედაგოგიკაში და ასევე დამწყები მასწავლებლების საორიენტაციო ტრენინგის ჩატარება; 
- ტრენინგის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტაციის დროულად და სრულყოფილად წარდგენა ცენტრში;
- ტრენინგის დაგეგმვის სამუშაოს შესრულებაში მონაწილეობის მიღება;
- ტრენერთა ტრენინგში მონაწილეობის მიღება;
- შუალედურ და შემაჯამებელ სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობის მიღება;
- თანამშრომლობა პროფესიული სასწავლებლების ადმინისტრაციასთან; 
- საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალური კონსულტაციის ჩატარება მასწავლებლებისათვის;
- მასწავლებლების კონსულტირება ტრენინგის შემდგომ წამოჭრილი სირთულეების გადასალახად;
- მჭიდრო თანამშრომლობა და ანგარიშგება პროგრამის მენეჯმენტთან.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
საკონკურსო თემატიკა
                    

საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ".



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            ძალიან კარგი
Microsoft Office Excel            ძალიან კარგი
Microsoft Office PowerPoint            ძალიან კარგი
Microsoft Office Outlook            ძალიან კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       ძალიან კარგი       ძალიან კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, გმირ კურსანტთა 1
საკონტაქტო ტელეფონები
+99532 2200 220 (4906)
საკონტაქტო პირი
თამარ ბაქრაძე

დამატებით მოთხოვნები
                    აუცილებელი მოთხოვნები:

სამუშაო გამოცდილება:
• ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ტრენერად მუშაობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება;
• ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პროფესიულ განათლებაში მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება. 

ცოდნა/კომპეტენცია:
- ზეპირი, წერილობითი კომუნიკაციის  უნარი;
- დასაბუთების, ლოგიკური მსჯელობის, ანალიტიკური უნარები;
- ზრდასრულთა განათლების ძირითადი პრინციპების ცოდნა და ამ ცოდნის გამოყენება პრაქტიკაში;
- ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების  ფლობის უნარი;
- ტრენინგების შემდგომ შემაჯამებელი დასკვნის და ანგარიშის შედგენის უნარი;
- პრეზენტაციის  უნარი.

პიროვნული თვისებები:
- მჭიდრო ვადებში მუშაობის უნარი;
-მაღალი ინტერპერსონალური უნარ-ჩვევები;
-ანალიტიკური აზროვნება; 
-გუნდური მუშაობის უნარი; 
-მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
-დეტალებზე ორიენტირებულობა;
-დროის მართვის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    

                    

                გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                
            საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
            


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება






საწყის გვერდზე დაბრუნება