ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

-93 დღე, -16 საათი, -18 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 16


ვაკანსიის N 42124     

თანამდებობის დასახელება
პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის დისტანციური სწავლების მიმართულების ხელმძღვანელი
დამსაქმებელი
სსიპ - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა
კატეგორია
თავდაცვა/უშიშროება/უსაფრთხოება
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა
25.03.2017
თანამდებობრივი სარგო:
1400 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             - თავდაცვის სამინისტროში დისტანციური/ელექტრონული სწავლების კუთხით საშუალო და გრძელვადიანი განვითარების შესაძლებლობების ამოცნობა და ანალიზი;
- დისტანციური/ელექტრონული სწავლების კუთხით საშუალო და გრძელვადიანი განვითარების გეგმის შემუშავება. პრიორიტეტების, საჭიროებებისა და არსებული რესურსების გათვალისწინებით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
- თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის პროფესიული განვითარების განყოფილებასთან თანამშრომლობით ერთობლივი გეგმის შემუშავება დისტანციური სწავლების საჭიროებებისა და მოთხოვნების შესაბამისად; 
- დისტანციური სწავლების კუთხით ინიციატივების მომზადება და ფართო უსაფრთხოების სექტორისთვის შეთავაზება; 
- დისტანციური სწავლების სფეროში არსებულ უწყებებთან კავშირების დამყარება და თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე;
- დისტანციური კურსების ინსტრუქციული დიზაინის, მხარდაჭერის და შეფასების მექანიზმების უზრუნველყოფა; 
- დისტანციური კურსებისთვის  საკითხის ექსპერტების მოძიება; მათთან მჭიდრო თანამშრომლობა;  მასალების რედაქტირება და დიზაინი სამიზნე აუდიტორიის საჭიროებებისა და კურსის მიზნების შესაბამისად;  
- თავდაცვის სამხედრო და სამოქალაქო პერსონალისთვის, ასევე გაფართოებული უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებისთვის დისტანციური სასწავლო კურსების, ტრენინგების განვითარება და დიზაინი;
- სასწავლო მასალების უზრუნველყოფა სხვადასხვა ფორმატში (ბეჭდვითი, გრაფიკული,  აუდიო, ვიდეო, ანიმაცია);
- დისტანციური სწავლების გუნდის ეფექტური მართვა, პროექტების დროული შესრულება და შესაბამისი ხარისხის უზრუნველყოფა;
- საკითხის ექსპერტებსა და დისტანციური სწავლების გუნდის წევრებს შორის ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა; 
- პროფესიული განვითარების საჭიროებების ანალიზის პროცესის მხარდაჭერა;
- ქვეყნის, ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებში მოქმედი სასწავლო ცენტრების მოდულების, კურსის სილაბუსებისა და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გაცნობა და დანერგვა;
- სკოლის სახელით უწყებათაშორის, საერთაშორისო შეხვედრებში, კონფერენციებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
- ნატო-სთან თავსებადი სასწავლო ციკლის და აკრედიტაციის პროცესების ხელშეწყობა; ხარისხის მართვის სისტემის დანერგვის პროცესის ხელშეწყობა და ზედამხედველობა; 
- შესრულებული საქმიანობისა და გასაუმჯობესებელი ასპექტების შესახებ ხელმძღვანელობისთვის მოხსენებებისა და პრეზენტაციების მომზადება;
- ხელმძღვანელობისგან მიღებულ სხვა დავალებების შესრულება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
3 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

-  საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა);

- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 28 ივნისის №42 ბრძანება.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       კარგი       კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მისამართი
თბილისი, დ. ჭონქაძის 20
საკონტაქტო ტელეფონები
(+995 032) 2 723535 (57-20)
საკონტაქტო პირი
რამაზ მინდიაშვილი

დამატებით მოთხოვნები
                    - უმაღლესი განათლება -  სოციალური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებანი, ბიზნესის ადმინისტრირება, ინჟინერია, სამართალი, მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობების და განათლების მიმართულებით;
- საჯარო სექტორში  მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის შესაბამის სფეროში მუშაობის 2  წლიანი გამოცდილება;
- სასურველია სასწავლო მენეჯმენტის სისტემის „ILIAS”-ის ცოდნა.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    1. „შესაბამის ველში“ - კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
- შრომის წიგნაკის ან შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ორგანიზაცია, თანამდებობა, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით). 
2. კანდიდატმა აუცილებლად უნდა მიუთითოს არა ნაკლებ 2 (ორი) რეკომენდატორი (საკონტაქტო ინფორმაციით).
3. კანდიდატმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი.
                    

                გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                
            კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობის საფუძველზე განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 3 თვისა.
            


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება










საწყის გვერდზე დაბრუნება