ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

-59 დღე, -11 საათი, -50 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 52


ვაკანსიის N 42123     

თანამდებობის დასახელება
პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის პროფესიული განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
დამსაქმებელი
სსიპ - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა
კატეგორია
თავდაცვა/უშიშროება/უსაფრთხოება
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა
25.03.2017
თანამდებობრივი სარგო:
1176 ლარი
ადგილების რაოდენობა
3
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             - სამმართველოს სამოქმედო გეგმით დასახული ამოცანების შესრულება;
- სკოლის პროფესიული განვითარების პროგრამების: კურსები, ტრენინგები, ვორქშოფები, სემინარები, დებატები, ფორუმები, კონფერენციები, დაგეგმვის და ორგანიზების უზრუნველყოფა ხელმძღვანელის დავალების საფუძველზე;
- პოტენციურ ტრენერებთან ერთად კურსების დიზაინის, სილაბუსის განვითარება, კურიკულუმების, სასწავლო მასალების შემუშავება, ასევე საჭიროების შემთხვევაში, არსებულის ადაპტირება;
- ღონისძიებების შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრის პროცესებში აქტიური მონაწილეობა. შეფასების კითხვარების მუდმივი ანალიზი და შეჯამება;
- პროფესიული განვითარების საჭიროებების ანალიზის პროცესში ჩართულობა;
- ქვეყნისა და საერთაშორისო მასშტაბით არსებული სხვადასხვა პროფესიული განვითარების და ტრენინგ ცენტრებთან, ინსტიტუტებთან, უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა, პერიოდული შეხვედრების ორგანიზების უზრუნველყოფა;
- კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, უსაფრთხოების სექტორის სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობა ადგილობრივ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე;
- ოფიციალურ ვიზიტებში, კონფერენციებსა და შეხვედრებში ჩართულობა;
- პროგრამების მონაწილეებთან,  მოწვეულ ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან კომუნიკაცია;
- ნატო-სთან თავსებადი სასწავლო ციკლის შემუშავებაში  და აკრედიტაციის პროცესებში მონაწილეობა;
- ტრენინგ  პროგრამების ორგანიზების ახალი ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიების მოძიება;
- მონაწილეთა სტატისტიკის დამუშავება და მუდმივი განახლება. კურსდამთავრებულთა  პლატფორმის მართვა;
- ტრენერებისა და ტრენინგ ცენტრების მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება;
- განხორციელებული, არსებული კურსებისა და ტრენინგების კატალოგის წარმოება და მუდმივი განახლება; 
- ბიბლიოთეკის, მათ შორის ელექტრონული რესურსების საძიებო სისტემების როგორებიცაა EBSCO, QUESTIA, JSTOR, ERIC ოპერირება;
- კომპეტენციის ფარგლებში საჯარო ინფორმაციის განთავსების უზრუნველყოფა, სკოლის ვებ-გვერდის და სხვა სოციალური „ნეთვორქინგის“ საშუალებების მართვა;
- სამმართველოს საქმიანობის შესახებ  მოხსენებების, პრეზენტაციებისა და ანგარიშების მომზადების პროცესში მონაწილეობა;
- კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოძიება, ანალიზი და დამუშავება;
- კომპეტენციის ფარგლებში კორესპონდენციის და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის (Eflow) ოპერირება;
- ხელმძღვანელობისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

-  საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა);

- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 28 ივნისის №42 ბრძანება.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       კარგი       კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მისამართი
თბილისი, დ. ჭონქაძის 20
საკონტაქტო ტელეფონები
(+995 032) 2 723535 (57-20)
საკონტაქტო პირი
რამაზ მინდიაშვილი

დამატებით მოთხოვნები
                    - უმაღლესი განათლება - სოციალური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებანი, სამართალი, ბიზნესის ადმინისტრირება, მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობების და განათლების მიმართულებით;
- საჯარო სექტორში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება, მათ შორის სასწავლო პროცესების ორგანიზების კუთხით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    1. „შესაბამის ველში“ - კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
- შრომის წიგნაკის ან შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ორგანიზაცია, თანამდებობა, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით). 
2. კანდიდატმა აუცილებლად უნდა მიუთითოს არა ნაკლებ 2 (ორი) რეკომენდატორი (საკონტაქტო ინფორმაციით).
3. კანდიდატმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი.
                    

                გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                
            კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობის საფუძველზე განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 3 თვისა.
            


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება










საწყის გვერდზე დაბრუნება