ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

-59 დღე, -11 საათი, -59 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 14


ვაკანსიის N 42122     

თანამდებობის დასახელება
პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის პროფესიული განვითარების სამმართველოს უფროსი
დამსაქმებელი
სსიპ - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა
კატეგორია
თავდაცვა/უშიშროება/უსაფრთხოება
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა
25.03.2017
თანამდებობრივი სარგო:
1700 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             - პროფესიული განვითარების პროგრამებთან დაკავშირებული აქტივობების დაგეგმვა და ორგანიზება;
- პროფესიული განვითარების საჭიროებების ანალიზის პროცესის მხარდაჭერა;
- საჭირო რესურსების (ინტელექტუალური, მატერიალური) მოძიება ღონისძიებების დასაგეგმად და განსახორციელებლად;
- ღონისძიებების შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა და შეფასების პროცესის კოორდინაცია;
- პროფესიული განვითარების პროგრამების მონაცემთა ბაზების (მონაწილეები, ტრენერები და ტრენინგ ცენტრები, კურსები და ტრენინგები)  კოორდინაცია და მონიტორინგი;
- სამმართველოს  საქმიანობის და თანამშრომლების მართვა; 
- თანამშრომელთა სამუშაო მიმართულებების განსაზღვრა; 
- ფუნქციების გადანაწილება;
- სამუშაოს შესრულების პროცესის მართვა და შედეგების კონტროლი;
- თავდაცვის სამინისტროსა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებისათვის პროფესიული განვითარების პროგრამების ორგანიზების კოორდინაცია;
- უსაფრთხოების სექტორის სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობა ადგილობრივ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე;
- ქვეყნის და საერთაშორისო მასშტაბით არსებულ სასწავლო ცენტრებთან, უნივერსიტეტებთან, Think-tank-ებთან,  საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
- ქვეყნის, ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებში მოქმედი სასწავლო ცენტრების მოდულების, კურსის სილაბუსებისა და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გაცნობა; -პოტენციურ ტრენერებთან ერთად კურსების დიზაინის, სილაბუსის განვითარება, კურიკულუმების, სასწავლო მასალების შემუშავება, ასევე საჭიროების შემთხვევაში, არსებულის ადაპტირება;
- სკოლის სახელით უწყებათაშორის, საერთაშორისო შეხვედრებში, კონფერენციებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
- ნატო-სთან თავსებადი სასწავლო ციკლის და აკრედიტაციის პროცესების ხელშეწყობა;
- ბიბლიოთეკის, მათ შორის ელექტრონული რესურსების საძიებო სისტემების როგორებიცაა EBSCO, QUESTIA, JSTOR, ERIC ადმინისტრირება;
- საჯარო ინფორმაციის განთავსების, სკოლის ვებ-გვერდის და სხვა სოციალური „ნეთვორქინგის“ საშუალებების მართვის უზრუნველყოფა;
- კომპეტენციის ფარგლებში სამმართველოში შემუშავებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების  (პროექტების) ხელმოწერა/ვიზირება.  საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში e-Flow დოკუმენტების მომზადებისა და ვიზირების უფლება;
- საიდუმლო საქმისწარმოების წარმართვა;
- ეროვნულ და ნატო-ს საიდუმლო დოკუმენტაციაზე მუშაობა, დაშვების დონის შესაბამისად;
- შესრულებული საქმიანობისა და გასაუმჯობესებელი ასპექტების შესახებ ხელმძღვანელობისთვის მოხსენებებისა და პრეზენტაციების მომზადება;
- ხელმძღვანელობისგან მიღებულ სხვა დავალებების შესრულება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
5 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

-  საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა);

- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 28 ივნისის №42 ბრძანება;

- „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბერის №507 დადგენილება.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       კარგი       კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მისამართი
თბილისი, დ. ჭონქაძის 20
საკონტაქტო ტელეფონები
(+995 032) 2 723535 (57-20)
საკონტაქტო პირი
რამაზ მინდიაშვილი

დამატებით მოთხოვნები
                     - უმაღლესი განათლება - სოციალური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებანი, სამართალი, ბიზნესის ადმინისტრირება, მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობების და განათლების მიმართულებით;
- მუშაობის 5  წლიანი გამოცდილება თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორში, მათ შორის სასწავლო პროცესების ორგანიზების კუთხით მუშაობის 3 წლიანი    გამოცდილება.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    1. „შესაბამის ველში“ - კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
- შრომის წიგნაკის ან შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ორგანიზაცია, თანამდებობა, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით). 
2. კანდიდატმა აუცილებლად უნდა მიუთითოს არა ნაკლებ 2 (ორი) რეკომენდატორი (საკონტაქტო ინფორმაციით).
3. კანდიდატმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი.
                    

                გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                
            კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობის საფუძველზე განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 3 თვისა.
            


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება










საწყის გვერდზე დაბრუნება