ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 14 საათი, 31 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 126


ვაკანსიის N 42119     

თანამდებობის დასახელება
მდივან-სპეციალისტი
დამსაქმებელი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
კატეგორია
სამდივნო/საოფისე საქმე
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა
29.03.2017
თანამდებობრივი სარგო:
800 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             - მინისტრის მოადგილის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზებისა და მართვის ხელშეწყობა;
- მინისტრის მოადგილის შეხვედრების დაგეგმვა, ორგანიზება და განახლებული ინფორმაციის კალენდარში ასახვა;
- მინისტრის მოადგილის მისაღებში შემოსულ სატელეფონო ზარებზე რეაგირება (ინფორმაციის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში პასუხის გაცემა ან/და გადამისამართება);
- შემოსული და გასული კორესპონდენციის აღრიცხვა და უშუალო ხელმძღვანელისთვის განსახილველად წარდგენა;
- უშუალო ხელმძღვანელის ან/და ზემდგომის ცალკეული დავალებების შესრულება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
ერთ წლამდე
საკონკურსო თემატიკა
                    
  1.  საქართველოს კონსტიტუცია I-II თავები;
  2. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  3. „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილება;
  4. „საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის №167 განკარგულება.

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №6
საკონტაქტო ტელეფონები
2378010

დამატებით მოთხოვნები
                    - შესაბამის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება, სასურველია ადმინისტრაციულ ორგანოში;
- სავალდებულოა ინგლისური ან/და რუსული ენ(ებ)ის კარგად ცოდნა;
- საოფისე პროგრამების MS Word, Excel, Outlook, PowerPoint ცოდნა.

- დაგეგმვისა და  ორგანიზების უნარი;
- ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
- აქტიური მოსმენისა და უკუკავშირის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    - კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა განაცხადი უნდა წარადგინოს ელექტრონული ფორმით; 
- კონკურსანტმა აპლიკაციის შესაბამის გრაფებში უნდა ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომ(ებ)ის, სარეკომენდაციო წერილის დასკანერებული ასლი, ასევე აპლიკაციის გრაფა „სამოტივაციო წერილი" შეავსოს კონკრეტული ვაკანსიისათვის განკუთვნილი შინაარსით. 
- კონკურსის მეორე ეტაპზე (გასაუბრება) დაიშვებიან კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, აპლიკაციაში მითითებულ სავალდებულო ველებს შეავსებენ სრულყოფილად და მოთხოვნილ დოკუმენტებს წარმოადგენენ სრულად. 
- გასაუბრების ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ კანდიდატების ინფორმირება მოხდება აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის ან/და სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით. 
- შესაძლებელია განხორციელდეს გასაუბრების ვიდეო ან/და აუდიო ჩაწერა.
- საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.moa.gov.ge   
                    

                გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                
            საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 3 თვის ვადაში. 
            


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება











საწყის გვერდზე დაბრუნება