ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

-2 დღე, -19 საათი, -16 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 4


ვაკანსიის N 42087     

თანამდებობის დასახელება
ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტი (სამოქმედო ტერიტორია) ღორჯომის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფლები: ვანაძეები, ვაშაყმაძეები, მეკეიძეები, მეხალაშვილები)
დამსაქმებელი
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა
კატეგორია
ადგილობრივი თვითმმართველობა
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა
26.03.2017
თანამდებობრივი სარგო:
460 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ხულო
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             • წარმართავს გამგებლის და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ დავალებულ საქმიანობას;
• უზრუნველყოფს აღმასრულებელ ორგანოსთან მოსახლეობის კავშირს;
• ორგანიზებას უწევს, აკონტროლებს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
• გამგებელს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
• უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, აღმასრულებელ ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა მოსახლეობისათვის გაცნობას;
• ორგანიზებას უწევს მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას;
• ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე;
• ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
            
საკონკურსო თემატიკა
                    

- საქართველოს კონსტიტუცია;

- ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ"; http://khulo.ge/orders/order_ge_179.pdf

- საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

- საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;

- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

-„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის 05 სექტემბრის №22 დადგენილება.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       კარგი       კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მისამართი
დაბა ხულო, ტბელ აბუსერიძის ქ. №1
საკონტაქტო ტელეფონები
598090933
საკონტაქტო პირი
ლია მახარაძე

დამატებით მოთხოვნები
                    საშუალო, საშუალო სპეციალური ან უმაღლესი განათლება.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატმა აპლიკაციის შევსების დროს უნდა ატვირთოს და გამოაგზავნოს განათლების (კვალიფიკაციის) დამადასტურებელი დოკუმენტი.

კონკურსის ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის, ეტაპების ჩატარების შესახებ კონკურსანტებს, რომლებმაც წარმატებით გადალახეს წინა ეტაპით მოთხოვნილი საკითხები, ეცნობებათ მათ მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე, დამატებით მობილურ ტელეფონზე SMS შეტყობინებების გაგზავნით და ასევე, კომისიის გადაწყვეტილების ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.khulo.ge) გამოქვეყნების გზით. კონკურსის მეორე ეტაპზე მონაწილეობის მიღების უფლება მიეცემათ მხოლოდ იმ კონკურსანტებს, რომლებიც კონკურსის პირველი ეტაპის-განცხადების გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებენ დადგენილ მოთხოვნებს.
კონკურსის მე-2 ეტაპზე მონაწილეობის მიღების მიზნით კონკურსანტებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში არ დაიშვებიან შესაბამის ეტაპზე.
კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია კანდიდატებს შეუძლიათ იხილონ მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.khulo.ge).
                    

                გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                
            საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა შეჯამების სისტემით, განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან მაქსიმუმ 3 თვის ვადაში.
            


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება




საწყის გვერდზე დაბრუნება