ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

-99 დღე, -16 საათი, -2 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 478


ვაკანსიის N 42054     

თანამდებობის დასახელება
„112“-ის ოპერატორი - სარეზერვო ბაზისთვის
დამსაქმებელი
სსიპ - 112
კატეგორია
მომსახურება
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა
19.03.2017
თანამდებობრივი სარგო:
შეთანხმებით
ადგილების რაოდენობა
15
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი, რუსთავი

ფუნქციები
                             ოპერატორის პოზიცია გულისხმობს „112“- ში შემოსული გადაუდებელი დახმარების საჭიროების შესახებ შეტყობინების მიღებას,  დამუშავებასა და შესაბამისი სამსახურისთვის გადაცემას სპეციალური კომპიუტერული პროგრამის საშუალებით. 

	სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისთვის, გადაუდებელი დახმარების გაწევის მიზნით, შემოსული შეტყობინებების ეფექტური მართვა;
	შემოსულ შეტყობინებებზე მყისიერი რეაგირება;
	შემოსული შეტყობინების შინაარსიდან გამომდინარე, შემთხვევის სპეციფიკის განსაზღვრა და გასაწევი დახმარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
	ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა;
	112-თან დაკავშირების სხვადასხვა არხით შეტყობინებების მიღება, პარალელურად შესაბამის კომპიუტერულ პროგრამაში დამუშავება და გადაცემა;
	ოპერატორის ქცევის ინსტრუქციისა და პროცედურული სტანდარტების დაცვა;
	წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად ცვლაში მუშაობა;
	სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში სხვა დავალებების შესრულება. 
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
საშუალო სკოლა დამთავრებული
საკონკურსო თემატიკა
                    


 საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ცოდნა (საქართველოს ქალაქები, მუნიციპალიტეტები და მუნიციპალური ცენტრები);

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №1073-ის ცოდნა (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ).


ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       ძალიან კარგი       ძალიან კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მისამართი
ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზა, 112-ის ადმინისტრაციული შენობა
საკონტაქტო ტელეფონები
593-300-455; 599-720-112
საკონტაქტო პირი
სალომე კირვალიძე, მარიამ ნოზაძე

დამატებით მოთხოვნები
                    უნარები:
	გამართული მეტყველება;
	სწრაფი ბეჭდვა;
	ეფექტური კომუნიკაცია;
	გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება;
	სწრაფი რეაგირება;
	სტრესულ სიტუაციასა და დატვირთულ რეჟიმში მუშაობა;
	ლოგიკური აზროვნება;
	გუნდური მუშაობა.

პიროვნული თვისებები:
	გადაუდებელ სიტუაციაში მყოფი ადამიანის დახმარებისთვის მზაობა;
	მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
	პუნქტუალურობა;
	ორგანიზებულობა.

სასურველია: ინგლისური, რუსული, თურქული, სომხური ან აზერბაიჯანული ენების ცოდნა (კანდიდატის მხრიდან უცხო ენის ცოდნის დაფიქსირების შემთხვევაში, გასაუბრების ეტაპზე მოხდება ენის ცოდნის გადამოწმება).

მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. 
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    „112“ წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, 24 საათის განმავლობაში, იღებს გადაუდებელი დახმარების საჭიროების შესახებ შეტყობინებებს და შემდგომი რეაგირებისთვის გადასცემს შესაბამის სამსახურებს (პოლიცია, სახანძრო/სამაშველო სამსახური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი). 112-ის მთავარი მიზანია დაიცვას როგორც ადამიანების სიცოცხლე, ისე კერძო და საზოგადოებრივი საკუთრება, როცა წამები გადამწყვეტია. 112-ის მისიაა შემცირდეს გადაუდებელი დახმარების მიღების დრო. 

კანდიდატმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს: 

	სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე (არაუმეტეს 200 სიტყვისა), (აღწერეთ რატომ გსურთ ამ პოზიციაზე მუშაობა და როგორ წარმოგიდგენიათ „112“- ის ოპერატორობა);
	განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
	უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

შერჩევის ეტაპები:
1.	განაცხადების გადარჩევა; 
2.	ტესტირება; 
3.	გასაუბრება;
4.	სპეციალური კურსი (ოპერატორის სამუშაო სპეციფიკისთვის აუცილებელი პროგრამული უზრუნველყოფის, ცოდნის და უნარების შემსწავლელი კურსი, რომელიც შედგება პროგრამული, თეორიული, პრაქტიკული და საგამოცდო კომპონენტებისგან).

*კანდიდატთა საყურადღებოდ!
 	 სპეციალურ კურსს გაივლიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გადალახავენ შერჩევის წინა ეტაპებს (ტესტირება, გასაუბრება);
         სპეციალური კურსის  ხანგრძლივობაა არაუმეტეს 45 სამუშაო დღისა საგამოცდო პერიოდის ჩათვლით;
 	სპეციალური კურსი წარმატებით გავლილად ჩაითვლება, თუ კანდიდატი დააგროვებს სპეციალური კურსის ფარგლებში გათვალისწინებული გამოცდების ქულათა მაქსიმუმის არანაკლებ 60%-ს;
 	შერჩევის ეტაპების წარმატებით გავლის შემდეგ, კანდიდატები ჩაირიცხებიან სარეზერვო ბაზაში, ხოლო ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში დასაქმება შეიძლება განხორციელდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებისა და სამსახურის გავლის მომწესრიგებელი სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
 	დაინტერესებული კანდიდატები უნდა დარეგისტრირდნენ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე : (www.hr.gov.ge) რეზიუმეების მიღება ხდება მხოლოდ  www.hr.gov.ge - ის მეშვეობით;
 	კანდიდატებს ყოველი ეტაპის დასრულების შემდეგ შედეგებისა და სხვა დამატებითი ინფორმაციის შესახებ ეცნობებათ მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში „112“ გთავაზობთ: 

	პროფესიული ზრდისა და  შეფასების სისტემის საფუძველზე კარიერული განვითარების საშუალებას;
	თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
	ჯანმრთელობის დაზღვევას;
	კორპორატიული ტელეფონის ნომერს;
	ტრანსპორტით უზრუნველყოფას.

დამატებითი ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.112.gov.ge 
                    

                გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                
            კანდიდატთა შერჩევის პროცესი სრულდება განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 4 თვის ვადაში; შერჩევის ბოლო ეტაპია - სპეციალური კურსი, რომელიც წარმატებით გავლილად ჩაითვლება, თუ კანდიდატი დააგროვებს სპეციალური კურსის ფარგლებში გათვალისწინებული გამოცდების ქულათა მაქსიმუმის არანაკლებ 60%-ს
            








საწყის გვერდზე დაბრუნება