ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

-58 დღე, -11 საათი, -50 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 51


ვაკანსიის N 42048     

თანამდებობის დასახელება
ინფრასტრუქტურის პოლიტიკისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
დამსაქმებელი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
კატეგორია
ინფრასტრუქტურა/კეთილმოწყობა
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა
26.03.2017
თანამდებობრივი სარგო:
1180 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             - დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილების განხორციელება;
- სამმართველოს უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ან/და დეპარტამენტის უფროსის ცალკეული მითითებებისა და დავალებების შესრულება;
- სამინისტროს კომპეტენციის შესაბამისად, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავების, განხორციელების კოორდინაციის, მონიტორინგის, ანალიზისა და შესაბამისი ანგარიშის მომზადების ხელშეწყობა:
ა) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარების, დაპროექტების და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში;
ბ) საქართველოს წყლით უზრუნველყოფისა და მოსახლეობის წყლით მომარაგების სისტემების დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობის სფეროში;
გ) არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობის, მართვისა და დახურვის, აგრეთვე, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობისა და მართვის კუთხით;
დ) სამინისტროს უფლებამოსილებას მიკუთვნებული სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა-განხორციელების მიზნით;
- კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარების, საქართველოს წყლით უზრუნველყოფისა და მოსახლეობის წყლით მომარაგების სისტემების დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობის, არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობის, მართვისა და დახურვის, აგრეთვე, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობისა და მართვის და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა-განხორციელების სფეროებში განვითარების საშუალო და გრძელვადიანი პროგრამების, პერსპექტიული და პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავების მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადების ხელშეწყობა;
- კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;
- კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
- საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

1) საქართველოს კონსტიტუცია;
2) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
3) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
4) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;
5) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები);
6) „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 დეკემბრის №594 დადგენილება;

7) საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            დამაკმაყოფილებელი
Microsoft Office Excel            დამაკმაყოფილებელი
Microsoft Office PowerPoint            დამაკმაყოფილებელი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, 0160, ალ. ყაზბეგის გამზ. №12
საკონტაქტო ტელეფონები
251 07 50

დამატებით მოთხოვნები
                    სავალდებულოა:
- განათლების სფერო (მიმართულება/დარგი/სპეციალობა): საერთაშორისო ურთიერთობები, სამართალმცოდნეობა, ჰუმანიტარული მეცნიერებანი ან სოციალური მეცნიერებები;
- ინგლისური ან/და რუსული ენ(ებ)ის ცოდნა.

სასურველია:
- მაგისტრის/მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- განათლების სფერო (მიმართულება/დარგი/სპეციალობა): პოლიტიკის მეცნიერება; 
- მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი; 
- სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო ურთიერთობების, სამართლის, ჰუმანიტარული მეცნიერებანის ან სოციალური მეცნიერებების სფეროში.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსანტმა კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადი უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის მეშვეობით, მისამართზე www.hr.gov.ge. 

შესაბამის გრაფაში კონკურსანტმა სავალდებულოა ატვირთოს:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი). იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) საშუალებით პირდაპირ ვერ დასტურდება სავალდებულოდ მითითებული მიმართულება/დარგი/სპეციალობა, აუცილებელია, აიტვირთოს დიპლომის დანართიც. სასურველად მითითებულ მიმართულება/დარგი/სპეციალობის შემთხვევაში, მიზანშეწონილია, აიტვირთოს დიპლომის დანართი;
ბ) სამსახურის სტაჟის დამადასტურებელი, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული, ცნობა ან არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკი ბეჭდით დამოწმებული ჩანაწერით (სამსახურის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა შეიცავდეს მონაცემებს პირის მიერ დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის ხანგრძლივობის შესახებ; აღნიშნულ დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნებით დადგენილი სტაჟის ხანგრძლივობას).

კანდიდატი ვალდებულია, დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით.

ყურადღება! 

კანდიდატი, რომელიც განაცხადის (აპლიკაციების) გადარჩევის საფუძველზე ვერ დააკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ასევე, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.

კონკურსანტებს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების შესახებ ინფორმაცია ეცნობებათ აპლიკაციაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.

გასაუბრების შესახებ დამატებითი ინფორმაცია კონკურსანტებს ეცნობებათ აპლიკაციაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.

გასაუბრების პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, შესაძლოა, განხორციელდეს გასაუბრების აუდიო ჩაწერა.

გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასული კანდიდატები, ასევე, დაესწრებიან უფლებამოსილი პირები.

კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია შედეგების გაცნობიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, 0160, ალ. ყაზბეგის გამზ. №12, სამინისტროს საპრეტენზიო კომისიის სახელზე.
                    

                გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                
            საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით, განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
            


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება








საწყის გვერდზე დაბრუნება