ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

-101 დღე, -11 საათი, -56 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 0


ვაკანსიის N 41109     

თანამდებობის დასახელება
სკოლის ექიმი
დამსაქმებელი
სსიპ - მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლა
კატეგორია
ჯანდაცვა
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა
11.02.2017
თანამდებობრივი სარგო:
395 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
მესტია
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             1. მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და მშობლების ინფორმირება/რეკომენდაციის გაცემა;
2. იმუნიზაციის შესაბამისი ღონისძიებების ხელშეწყობა;
3. სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში მოსწავლეთა ფიზიკური და გონებრივი განვითარების დარღვევების გამოვლენის შემდგომი რეაგირების ხელშეწყობა და მონიტორინგი; 
4. ბავშვებსა და მოზარდებში ისეთი სიმპტომებისა და სინდრომების გამოვლენა, რომლებიც მოითხოვს პირველად და გადაუდებელ დახმარებას;
5. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მოსვლამდე პირველადი და გადაუდებელი დახმარების გაწევა ტრავმის, დამწვრობის, ასპირაციის, მოტეხილობის, ჭრილობის, რესპირაციული დისტრესის, შოკის, კომის, კრუნჩხვის, ცხელების, ფსიქიკური დარღვევების, ტკივილისა და სხვათა დროს;
6. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის დროული გამოძახება (საჭიროების შემთხვევაში);
7. მოსწავლეთა შესახებ სკოლაში წარმოდგენილი სპეციალური სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება და შესაბამისი ინფორმაციის შეტანა კომპიუტერში; 
8. ქრონიკული დაავადებების (მაგალითად, სქოლიოზი, მხედველობის დარღვევები და სხვა) გამოვლენის შემთხვევაში ექიმის მიერ დასმული დიაგნოზის შესაბამისი რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;
9. ინფექციური დაავადებების პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა; 
10. სკოლაში შემსვლელთა და მოსწავლეთა აცრების კალენდრის შესწავლა და მშობლის/მეურვის ინფორმირების საშუალებით იმუნიზაციის პროგრამებში მოსწავლეთა ჩართულობის ხელშეწყობა, მათთვის რეკომენდაციების მიცემა;
11. ახდენს მოსწავლეთა ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის კომპიუტერში შეტანას;
12. გეგმიური და ეპიდსაწინააღმდეგო სანიტარიულ-ჰიგიენური და პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
13. სკოლაში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე ზედამხედველობა; 
14. სასკოლო კვების სტანდარტთან გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი; 
15. მოსწავლეთა, სკოლის პერსონალის და მშობელთა/მეურვის სამედიცინო-პროფილაქტიკური განათლება (ჰიგიენის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ცხოვრების ჯანსაღი წესის და სხვ. შესახებ მოსწავლეებთან საუბარს ექიმი აწარმოებს როგორც სადამრიგებლო საათის ფარგლებში, ისე ინდივიდუალურად); 
16. ბავშვებზე ძალადობის ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში სათანადო სტრუქტურების ინფორმირება; 
17. სკოლის დღის შედგენაში მონაწილეობა; 
18. მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სკოლის დირექციისა და დამრიგებლისათვის რეკომენდაციის მიცემა მოსწავლის საგაკვეთილო პროცესიდან დროებით გათავისუფლების შესახებ. 
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
3 წელი
პროფესია
ექიმი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მისამართი
დ. მესტია, დავით აღმაშენებლის ქ. №25
საკონტაქტო ტელეფონები
591 81 00 18 ; 591 63 70 68
საკონტაქტო პირი
ნატო გვარლიანი

დამატებით მოთხოვნები
                    1. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სავალდებულო მოთხოვნებს:
1.1. ჰქონდეს სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობებში - „საოჯახო მედიცინა“, „პედიატრია“ ან „თერაპევტი";
1.2. ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს სამომხმარებლო დონეზე; 
1.3. იცოდეს სახელმწიფო ენა. 
2. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით მოთხოვნებს:
2.1. გააჩნდეს ბოლო 10 წლის განმავლობაში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი;
2.2. ჰქონდეს სკოლის ექიმის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება; 
2.3. ჰქონდეს პირველადი ჯანდაცვის სისტემაში მუშაობის გამოცდილება; 
2.4. დამთავრებული ჰქონდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პედიატრიული ფაკულტეტი; 
2.5. მონაწილეობდეს უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში (უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამები, კონფერენციები და სხვა, (საექიმო სპეციალობის ფარგლებში); 
2.6. ცხოვრობდეს (ფაქტიური საცხოვრებელი ადგილი) ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლის) ადმინისტრაციულ საზღვრებში. 
3. თანაბარ პირობებში უპირატესობა ენიჭება იმ კანდიდატებს, რომლებიც არ არიან დასაქმებულნი სხვაგან და/ან ფლობენ სახელმწიფო სერტიფიკატს სამივე 
სპეციალობაში („საოჯახო მედიცინა“, „პედიატრია“, „თერაპევტი").
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
1. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი;
2. საექიმო სპეციალობაში/სპეციალობებში სახელმწიფო სერტიფიკატის ასლ(ებ)ი; 
3. სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი; 
4. დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ კანდიდატის უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობას (მოწმობები, სერთიფიკატები და სხვა) ასეთის არსებობის შემთხვევაში; 
5. დასაქმებული კანდიდატის შემთხვევაში ცნობა სამუშაო ადგილიდან (სამუშაო გრაფიკისა და შესაბამისი საათობრივი დატვირთვის მითითებით); 
6. სამოტივაციო წერილი, სადაც კანდიდატის მიერ ნათლად იქნება წარმოჩენილი, თუ რატომ სურს სკოლის ექიმის თანამდებობაზე დასაქმება.


                    

                გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                
            კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, აპლიკაციების მიღების ვადის ამოწურვიდან 3 (სამი) დღის განმავლობაში.
            


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება







საწყის გვერდზე დაბრუნება