ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

-122 დღე, -11 საათი, -53 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 22


ვაკანსიის N 41104     

თანამდებობის დასახელება
ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის უფროსი
დამსაქმებელი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
კატეგორია
იურიდიული
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა
21.01.2017
თანამდებობრივი სარგო:
2170 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             • ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებაში სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამართლებრივი დაახლოების/ჰარმონიზაციისათვის აუცილებელი ზომების განხორციელება; ევროკავშირის სამართლის წყაროებისა (რეგულაციები, დირექტივები, გადაწყვეტილებები და სხვა) და ქართული კანონმდებლობის შესაბამისობის ანალიზი;
• სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში განსაზღვრული ვალდებულებების, მათ შორის, საპროგრამო დოკუმენტების და სამოქმედო გეგმების (ასოცირების დღის წესრიგი, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, ევროკავშირის სამართალთან დაახლოების/ჰარმონიზაციის სამინისტროს გეგმა) შესრულების მიზნით;
• ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით შექმნილ სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმში მონაწილეობა;
• ევროკავშირის სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება/ჰარმონიზაციის მეთოდიკისა და ზოგადი პრინციპების შემუშავება და დანერგვა;
• სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტთან კოორდინაციაში სამთავრობო დონეზე ევროკავშირის სამართალთან დაახლოების/ ჰარმონიზაციის პროცესში მონაწილეობა;
• დეპარტამენტის ყოველდღიური საქმიანობის ხელმძღვანელობა და სამუშაო პროცესის კოორდინაცია.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
მაგისტრი
სამუშაო გამოცდილება
5 წელი
პროფესია
იურისტი
საკონკურსო თემატიკა
                    
  • „საქართველოს კონსტიტუცია“;
  • „სახელშეკრულებო სამართლის შესახებ“ ვენის 1969 წლის კონვენცია;
  • „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  •  ევროკავშირის ინსტიტუციონალური სტრუქტურა;
  •  ევროკავშირის ძირითადი ხელშეკრულებები:

      ა) მაასტრიხტის ხელშეკრულება (1992);

      ბ) ნიცის ხელშეკრულება (2001);

      გ) ლისაბონის ხელშეკრულება (2007);

  •  ევროკავშირის საკანონმდებლო პროცესი (Legislative process);
  •  ევროკავშირის სამართლის პირდაპირი მოქმედების დოქტრინა (The Doctrine of Direct Effect of EU Law);
  •  ევროკავშირის სამართლისა და შიდა სამართლის ურთიერთმიმართება;
  •  ასოცირების შესახებ შეთანხმება, ერთი მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს,  მეორე მხრივ,  საქართველოს შორის (ძირითადი ასპექტები; დღის წესრიგი);
  • „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“ (კარი VI);
  • „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  •  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება“;
  •  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №54 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მთავრობის რეგლამენტი“.

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       ძალიან კარგი       ძალიან კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მისამართი
თბილისი, გორგასლის 24ა
საკონტაქტო ტელეფონები
2405013

დამატებით მოთხოვნები
                    •	უმაღლესი იურიდიული განათლება - საერთაშორისო სამართლის, ევროპული სამართლის მაგისტრის ხარისხი; 
•	არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება იურიდიული მიმართულებით, მათ შორის, არანაკლებ 1 წელი − მენეჯერულ პოზიციაზე,  საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 
•	საერთაშორისო/ევროპულ ორგანიზაციებში/ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილების ქონა ჩაითვლება უპირატესობად (ამგვარი გამოცდილების მქონე კანდიდატებს შორის უპირატესობა მიენიჭება უფრო ხანგრძლივი გამოცდილების მქონე კანდიდატს); 
•	ფრანგული ან გერმანული ენის ცოდნა ჩაითვლება კანდიდატის დამატებით დადებით მხარედ. 

•	მართვისა და ხელმძღვანელობის უნარები;
•	დაგეგმვისა და ორგანიზების უნარები;
•	სამუშაოზე კონცენტრირება სტრესულ პირობებში;
•	გონიერება და წინდახედულება;
•	ანალიტიკური აზროვნება;
•	გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
•	შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი და დროის ეფექტური მენეჯმენტი;
•	წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
•	ინიციატივის გამოხატვის უნარი;
•	სხვათა დარწმუნების უნარი;
•	ინსტრუქციებითა და პროცედურებით ხელმძღვანელობა;
•	ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება. 
შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა; ასევე, წარსულში პატიმრობაში ყოფნის მიუხედავად (გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა).

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, სამინისტრო გთავაზობთ:
• პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას;
• თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
• სამედიცინო დაზღვევას.

საკონკურსო ეტაპები: განაცხადების გადარჩევა, ტესტირება ან/და  წერითი დავალება ან/და გასაუბრება.

გთხოვთ, კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გაიაროთ რეგისტრაცია და შეავსოთ განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე. ამასთან, მიუთითოთ რეკომენდატორების (სასურველი რაოდენობა − ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და მათ მიერ დაკავებული თანამდებობა.

განაცხადის გაკეთებისას სავალდებულოა სამოტივაციო წერილის შევსება და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ატვირთვა. 
                    

                გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                
            საკონკურსო-საატესტაციო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
            


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
ტესტირება
გასაუბრება










საწყის გვერდზე დაბრუნება