ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

-35 დღე, -6 საათი, -11 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 40


ვაკანსიის N 41102     

თანამდებობის დასახელება
სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს უფროსი
დამსაქმებელი
საქართველოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო
კატეგორია
პრობაცია
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა
20.01.2017
თანამდებობრივი სარგო:
1860 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             - მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის, მათ მიერ განმეორებითი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილების მიზნით, სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;  
- წარმართავს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებში ფსიქო–სოციალური და სარეაბილიტაციო პროგრამების მოდელების განხორციელების პროცესს;
- ხელმძღვანელობს სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ მყოფ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის პროცესებს;
- ხელმძღვანელობს პრობაციის სისტემაში არსებული შეფასებისა და დაგეგმვის მეთოდოლოგიის განვითარებისა და დანერგვის პროცესებს;
- ზედამხედველობს სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების პროფესიული გადამზადებისა და აღსრულების პროცესის მიმდინარეობას;
- ზედამხედველობს სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ მყოფ მსჯავრდებულთა გათავისუფლებისათვის მომზადებისა და რეაბილიტაციის მიმართულებით სასჯელაღსრულების სისტემასთან კოორდინირებული თანამშრომლობის პროცესებს;
- ხელს უწყობს სამმართველოს თანამშრომელთა მუშაობის ადმინისტრირებასა და ფუნქციონირებას;
- თანამშრომლობს შესაბამის საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან რეაბილიტაციის სფეროში, საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მიზნით.
ახორციელებს ხელქვეითების ყოველდღიურ მეთვალყურეობას, აკონტროლებს მათ მიერ მოვალეობების შესრულებას; ამზადებს საკადრო რეკომენდაციებს მაგალითად წახალისების) ხელქვეითებთან დაკავშირებით;
- უტარებს საორიენტაციო და მეთოდურ ტრეინინგებს თანამშრომლებს და სტაჟიორებს;
- საჭიროების შემთხვევაში, ასრულებს სამუშაოსთან დაკავშირებულ სხვა დავალებებს.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
მაგისტრი
სამუშაო გამოცდილება
4 წელი
სასურველი ასაკი -დან
21
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონი;
ბ) „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №903 ბრძანება.


საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მისამართი
თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. №42
საკონტაქტო ტელეფონები
2 30 30 12
საკონტაქტო პირი
ნათია კვარაცხელია

დამატებით მოთხოვნები
                    ა) უმაღლესი განათლება სოციალურ მუშაობაში ან ფსიქოლოგიაში (მაგისტრის ხარისხი);
ბ) სოციალური მუშაობის ან ფსიქოლოგად მუშაობის არანაკლებ ოთხწლიანი გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა და საოფისე ტექნიკის მოხმარების კარგი ცოდნა;
დ) სოციალურად მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობის გამოცდილება;
ე) ანალიტიკური სამუშაოს წარმოების გამოცდილება;
ვ) მენეჯერული გამოცდილება სოციალურ სფეროში;
ზ) სოციალური ან ფსიქოლოგიური პროგრამების მართვის გამოცდილება;
თ) სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავების და/ან განხორციელების გამოცდილება;
ი) უცხო ენების ცოდნა (სასურველი);
კ) მსჯავრდებულებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველი).
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს კანდიდატი, თუ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე (www.hr.gov.ge) ატვირთული დოკუმენტაციით მოხდება მისი შესაბამისობის დადგენა ვაკანტური თანამდებობისათვის დაწესებულ მოთხოვნებთან;
კონკურსში მონაწილე პირებმა განაცხადის შევსების დროს შესაბამის ველში უნდა ატვირთონ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და შექმნან სამოტივაციო წერილი;
კანდიდატი, რომლის მონაცემებიც სრულად არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს, გასაუბრებაზე არ დაიშვება;
კონკურსი ითვლება გავლილად გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში;
კანდიდატები ვალდებულნი არიან გასაუბრებაზე გამოცხადებისას თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება;
გასაუბრებაზე დარბაზში დაიშვებიან მხოლოდ კანდიდატები და უფლებამოსილი პირები.
                    

                გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                
            გადაწყვეტილების მიღების საბოლოო ვადაა 2017 წლის 11 აპრილი. საკონკურსო-საატესტაციო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით.
            


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება







საწყის გვერდზე დაბრუნება