ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

-118 დღე, -11 საათი, -53 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 94


ვაკანსიის N 41101     

თანამდებობის დასახელება
იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილე
დამსაქმებელი
სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
კატეგორია
იურიდიული
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა
25.01.2017
თანამდებობრივი სარგო:
1900 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             •	სამსახურში  შემოსული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა ან/და მათი სამსახურის თანამშრომელთათვის შესასრულებლად გადანაწილება; 
•	სააგენტოს საჭიროებებიდან გამომდინარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და მიღება/გამოცემის პროცესის კოორდინაცია;
•	სააგენტოსა და მესამე პირებს შორის ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობა; ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;
•	სხვა ორგანოებიდან მიღებული ნორმატიული აქტების პროექტებზე დასკვნების, შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება;
•	ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების/ბრძანებების მომზადება;
•	სააგენტოს ინტერესების დაცვა სასამართლოში;
•	სამსახურის უფროსის, სააგენტოს თავმჯდომარის ან/და მისი მოადგილეების სხვადასხვა დავალების შესრულება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
მაგისტრი
სამუშაო გამოცდილება
4 წელი
პროფესია
იურისტი
საკონკურსო თემატიკა
                    

·   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

·   საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

·   საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

·  „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონი;

 ·  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №117 ბრძანება;

·  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანება;

·  „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

·  „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანება;

·  „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

·  „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანება;

·  „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;

·  „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

·  „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
რუსული       კარგი       კარგი
ინგლისური       კარგი       კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №2
საკონტაქტო ტელეფონები
2401010 (3618)

დამატებით მოთხოვნები
                    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
აუცილებელია:
•	იურიდიული მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება, აქედან სამართალშემოქმედებითი საქმიანობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

სასურველია:
•	ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:
•	პასუხისმგებლობა;
•	ორგანიზებულობა;
•	პუნქტუალურობა;
•	დეტალებზე ორიენტირებულობა;
•	აზრის ნათლად გამოხატვის უნარი;
•	დროის ეფექტურად მართვის უნარი;
•	გუნდური მუშაობის უნარი;
•	სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    •	აუცილებელია კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადის გაკეთების დროს ატვირთონ და გამოაგზავნონ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
•	შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;
•	კონკურსის ეტაპები: განაცხადების გადარჩევა, წერითი დავალება ან/და გასაუბრება;
•	სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.sda.gov.ge

                    

                გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                
            •	კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში; კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ქულათა სისტემით.
            


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება






საწყის გვერდზე დაბრუნება