ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

-154 დღე, -14 საათი, -49 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 25


ვაკანსიის N 41099     

თანამდებობის დასახელება
ბორჯომის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის დაბა ბაკურიანის საზოგადოებრივი ცენტრის მენეჯერ-ოპერატორი (შტატგარეშე)
დამსაქმებელი
სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
კატეგორია
მომსახურება
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა
25.01.2017
თანამდებობრივი სარგო:
600 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
დაბა ბაკურიანი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             •	სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისებზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სერვისებზე,  სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის სერვისებზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისებზე განცხადების მიღება და დოკუმენტების გადაცემა;
•	შპს „მექანიზატორის“ მომსახურებებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების გაფორმება;
•	სოფლის მეურნეობის სახელმწიფო მხარდაჭერასთან დაკავშირებული პროექტების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირება;
•	მომხმარებელთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
•	მომხმარებლისთვის საზოგადოებრივ  ცენტრში ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ ზუსტი და კომპეტენტური ინფორმაციის მიწოდება; 
•	კონსულტაციის გაწევა პროცედურებთან, საჭირო დოკუმენტაციასთან, ვადებთან და საფასურთან დაკავშირებით;
•	საზოგადოებრივი ცენტრის შენობის (ასევე მიმდებარე ტერიტორიის) სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა, კომუნალური მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფა;
•	საზოგადოებრივი ცენტრის სამუშაო პროცესის დაწყება/დასრულებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო პროცესების უზრუნველყოფა (ცენტრის გახსნა, სიგნალიზაციის გამორთვა, ცენტრის დაკეტვა და სიგნალიზაციის ჩართვა); 
•	უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან გაცემული სხვა დამატებითი დავალებების შესრულება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სასურველი ასაკი -დან
21


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №2
საკონტაქტო ტელეფონები
2401010 (3618)

დამატებით მოთხოვნები
                    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აუცილებელია:
•	უმაღლესი განათლება, სასურველია იურიდიული მიმართულებით.

სასურველია:
•	ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
•	1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
•	კანდიდატი ცხოვრობდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტში (დაბა ბაკურიანის საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარე დასახლებაში).

პიროვნული თვისებები:
•	პასუხისმგებლობა;
•	დეტალებზე ორიენტირებულობა;
•	ორგანიზებულობა;
•	კომუნიკაბელურობა;
•	პუნქტუალურობა;
•	დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                       კანდიდატების შერჩევა მოხდება ღია და გამჭვირვალე კონკურსის შედეგად, რაც მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
•	კონკურსზე შემოსული განაცხადების გადარჩევა მოთხოვნების შესაბამისად;
•	ტესტირება ზოგად უნარებში ან/და გასაუბრება;
•	გასაუბრების შედეგად შერჩეული კანდიდატი დანიშვნამდე გაივლის ტრენინგს. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მუშაობის დაწყებამდე ან/და მუშაობის პროცესში, მას, შესაძლოა, მოუწიოს სტაჟირების გავლა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიულ სამსახურებში და იუსტიციის სახლებში;
•	სამსახურის ადგილმდებარეობა: დაბა ბაკურიანი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი);
•	სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.sda.gov.ge
•	საზოგადოებრივი ცენტრების შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.centri.gov.ge 
                    

                გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                
            კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში. კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ქულათა სისტემით.
            


განცხადების გადარჩევა
ტესტირება
გასაუბრება




საწყის გვერდზე დაბრუნება