ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

-36 დღე, -6 საათი, -10 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 164


ვაკანსიის N 41097     

თანამდებობის დასახელება
მთავარი სპეციალისტი
დამსაქმებელი
სახალხო დამცველის აპარატი
კატეგორია
ადამიანის უფლებები
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა
19.01.2017
თანამდებობრივი სარგო:
1460 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             •	შეისწავლის დეპარტამენტის კომპეტენციის შესაბამისად, სახალხო დამცველის აპარატში შემოსული განცხადება/საჩივრების საფუძველზე ან სახალხო დამცველის ინიციატივით დაწყებული დაკავების, წინასწარი პატიმრობისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში მყოფი პირების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული საქმის მასალებს და ამზადებს სათანადო დასკვნების/რეკომენდაციების/წინადადებების/ანგარიშების პროექტებს;
•	განახორციელებს მონიტორინგს დაკავების, წინასწარი პატიმრობისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში ადამიანის უფლებების დაცვაზე;
•	განახორციელებს დაკავების, წინასწარი პატიმრობისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში მყოფი პირების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების განხილვას; 
•	შეისწავლის დეპარტამენტის კომპეტენციის სფეროსთან დაკავშირებულ საკანონმდებლო აქტებს/ან მათი პროექტების თაობაზე სათანადო წინადადებების პროექტებს; 
•	განახორციელებს მისი კომპეტენციის ფარგლებში მონიტორინგს სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებაზე;
•	წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს წინადადებებს მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით; 
•	სათანადო მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს განსახილველ/განხილულ საქმეებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას სახალხო დამცველისათვის/ სახალხო დამცველის მოადგილეებისათვის/დეპარტამენტის უფროსისათვის/მოადგილისათვის;
•	ასრულებს სახალხო დამცველის/სახალხო დამცველის პირველი მოადგილის/დეპარტამენტის უფროსის, მოადგილის მითითებებს და დავალებებს, რომლებიც დაკავშირებულია მის საქმიანობასთან;
•	საჭიროების შემთხვევაში ასრულებს დეპარტამენტის სხვა თანამშრომელთა ფუნქციებს;
•	უზრუნველყოფს მის სახელზე შემოსულ/გადამისამართებულ კორესპონდენციის გაცნობას და შესაბამისი დოკუმენტების/დოკუმენტების პროექტების მომზადებას;
•	ამზადებს და  წინასწარ განსაზღვრულ ელექტრონულ სივრცეში განათავსებს ყოველთვიურ ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    
  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენცია და მისი დამატებითი ოქმები;
  • საერთაშორისო პაქტი-სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ;
  • წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია;
  • კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ და მისი ფაკულტატური ოქმი;
  • ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კონვენცია;
  • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;
  • საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;
  • პატიმრობის კოდექსი;
  • საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  კოდექსი;
  • საქართველოს კანონი „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“;
  • საქართველოს ორგანული კანონი „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“.

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მისამართი
თბილისი, ნ. რამიშვილის ქ. №6
საკონტაქტო ტელეფონები
2 91 38 14/15 (111)

დამატებით მოთხოვნები
                    •	უმაღლესი იურიდიული განათლება ან განათლება საერთაშორისო სამართალში, ფსიქოლოგიაში, სოციალურ მეცნიერებებში; 
•	სულ მცირე 1 წლის გამოცდილება, რომელიც შეესაბამება მის მიერ დასაკავებელი თანამდებობისათვის განსაზღვრულ ძირითად ფუნქციებს;
•	კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS office applications); 
•	უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
•	ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ანალიტიკური საქმიანობის გამოცდილება;
•	წერილობითი/ზეპირი კომუნიკაციის მაღალი დონის უნარ–ჩვევები; 
•	გუნდური მუშაობის უნარი;
•	მაღალი დონის ორგანიზაციული უნარ–ჩვევები;
•	სტრესულ და დატვირთულ რეჟიმში მუშაობის, პრობლემების გადაჭრის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კანდიდატმა რეზიუმეში აუცილებლად უნდა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი და უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; 
• კონკურსის დროს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სამოტივაციო წერილის შინაარსს, პროფესიულ უნარ - ჩვევებს და გამოცდილებას; 
• კანდიდატმა აუცილებლად უნდა მიუთითოს პირადი ელ - ფოსტის მისამართი, ვინაიდან წერილობითი პასუხი/შეტყობინება გაგზავნილი იქნება ელ - ფოსტის მეშვეობით.

                    

                გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                
            კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით; გადაწყვეტილება მიიღება განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან სამი თვის ვადაში.
            


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება







საწყის გვერდზე დაბრუნება