ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

-160 დღე, -14 საათი, -50 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 102


ვაკანსიის N 41096     

თანამდებობის დასახელება
სისხლის სამართლის მთავარი სპეციალისტი
დამსაქმებელი
სახალხო დამცველის აპარატი
კატეგორია
ადამიანის უფლებები
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა
19.01.2017
თანამდებობრივი სარგო:
1460 ლარი
ადგილების რაოდენობა
2
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             •	უზრუნველყოფს სისხლის სამართლის სფეროში სახალხო დამცველის აპარატში შემოსული განცხადებების/საჩივრების საფუძველზე ან სახალხო დამცველის ინიციატივით დაწყებული, ადამიანის უფლებათა დარღვევასთან დაკავშირებული საქმის შესწავლას და შესაბამისი  დასკვნების/რეკომენდაციების/წინადადებების პროექტის მომზადებას;
•	განახორციელებს სისხლის სამართლის სფეროში საკანონმდებლო აქტების ან მათი პროექტების ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების პროექტების მომზადებას; 
•	უზრუნველყოფს სისხლის სამართლის სფეროში საკანონმდებლო წინადადებების პროექტების მომზადებას;
•	უზრუნველყოფს სახალხო დამცველის ანგარიშის იმ ნაწილების პროექტის მომზადებას, რომელიც შედის მის კომპეტენციაში;
•	უზრუნველყოფს საქმესთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მოძიების/ინფორმაციის დაზუსტების მიზნით შეხვედრას შესაბამის პირებთან და მათგან შესაბამისი ახსნა–განმარტების მიღებას; 
•	წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს წინადადებებს მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით; 
•	უზრუნველყოფს საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში მასზე დაწერილი განცხადების/საჩივრის ან/და შესაბამისი დოკუმენტაციის შესწავლას;
•	უზრუნველყოფს საქმის შესწავლისათვის გათვალისწინებული ვადების დაცვას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, თუ საქმის სირთულიდან გამომდინარე, აუცილებელია დამატებითი დრო, მიმართავს დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს/დეპარტამენტის უფროსს ვადის გაგრძელების თხოვნით;
•	თუ მისთვის ცნობილი გახდა მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტი, უზრუნველყოფს შესაბამისი ოქმის შედგენას და დეპარტამენტის უფროსისთვის წარდგენას;
•	საქმის შესწავლის შედეგად ამზადებს შესაბამისი დასკვნის/რეკომენდაციის/წინადადების პროექტს და წარუდგენს განსახილველად დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს; 
•	საქმის შესწავლის დასრულების შემდეგ, ამზადებს და საქმეთა მართვის სისტემაში შეაქვს სათანადო საქმის აღწერა, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს საქმეთა მართვის სისტემაში შესაბამისი ინფორმაციის განახლებას;
•	განახორციელებს მონიტორინგს სისხლის სამართლის სფეროში მის მიერ მომზადებული სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებაზე;
•	საკუთარი ინციატივით, დეპარტამენტის უფროსის თანხმობით, ამზადებს სისხლის სამართლის სფეროში გამოცემული ნორმატიული აქტების თაობაზე საკონსტიტუციო სარჩელების პროექტებს;
•	შეისწავლის სისხლის სამართლის სფეროში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ მოქმედ კანონმდებლობა/კანონპროექტებს, მათ შესაბამისობას ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ ნორმებთან და სტანდარტებთან და ხარვეზის არსებობის შემთხვევაში ამზადებს შესაბამისი წინადადებების/დასკვნების პროექტებს; 
•	განახორციელებს სისხლის სამართლის სფეროში მის მიერ შესწავლილი ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების ანალიზს და ამზადებს სახალხო დამცველის ანგარიშის შესაბამის ნაწილებს; აღნიშნული დოკუმენტების პროექტებს წარუდგენს დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს;
•	განახორციელებს მონიტორინგს მის შესასწავლ საქმესთან დაკავშირებული გამოთხოვილი ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და ფორმით მოწოდებაზე;
•	ამზადებს საქმისწარმოების წესით და სხვა აქტებით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტებს;
•	ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით შედგენილი ოქმის საფუძველზე ახდენს დეპარტამენტის უფროსის ინფორმირებას;
•	უწევს კონსულტაციას სახალხო დამცველს/სახალხო დამცველის მოადგილეს/დეპარტამენტის უფროსს სისხლის სამართალთან დაკავშირებულ საკითხებზე; 
•	მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს მის მიერ განსახილველ/განხილულ საქმეებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას სახალხო დამცველისათვის/ სახალხო დამცველის მოადგილისათვის/დეპარტამენტის უფროსისათვის/დეპარტამენტის უფროსის მოადგილისათვის;
•	უზრუნველყოფს ყოველთვიურად ანგარიშის მომზადებას გაწეული საქმიანობის შესახებ და აპარატის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ელექტრონულ სივრცეში მისი განთავსებას;
•	ასრულებს სახალხო დამცველის/სახალხო დამცველის მოადგილის/დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მითითებებს და დავალებებს;
•	საჭიროების შემთხვევაში ასრულებს დეპარტამენტის სხვა თანამშრომელთა ფუნქციებს.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    
  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმები;
  • სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტი;
  • საქართველოს ორგანული კანონი „სახალხო დამცველის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
  • საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი;
  • საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;
  • საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
  • საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
  • საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;
  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებები. 

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მისამართი
თბილისი, ნ. რამიშვილის ქ. №6
საკონტაქტო ტელეფონები
2 91 38 14/15 (111)

დამატებით მოთხოვნები
                    •	უმაღლესი იურიდიული განათლება ან განათლება საერთაშორისო სამართალში;
•	სულ მცირე 1 წლის გამოცდილება, რომელიც შეესაბამება მის მიერ დასაკავებელი თანამდებობისათვის განსაზღვრულ ძირითად ფუნქციებს;
•	კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS office applications); 
•	უცხო ენის ცოდნა (სასურველია); 
•	ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ანალიტიკური საქმიანობის გამოცდილება;
•	წერილობითი/ზეპირი კომუნიკაციის მაღალი დონის უნარ–ჩვევები; 
•	გუნდური მუშაობის უნარი;
•	სტრესულ და დატვირთულ რეჟიმში მუშაობის, პრობლემების გადაჭრის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კანდიდატმა რეზიუმეში აუცილებლად უნდა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი და უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; 
• კონკურსის დროს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სამოტივაციო წერილის შინაარსს, პროფესიულ უნარ - ჩვევებს და გამოცდილებას; 
• კანდიდატმა აუცილებლად უნდა მიუთითოს პირადი ელ - ფოსტის მისამართი, ვინაიდან წერილობითი პასუხი/შეტყობინება გაგზავნილი იქნება ელ - ფოსტის მეშვეობით.
                    

                გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                
            კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით; გადაწყვეტილება მიიღება განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან სამი თვის ვადაში.
            


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება







საწყის გვერდზე დაბრუნება