ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

-102 დღე, -11 საათი, -54 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 0


ვაკანსიის N 41094     

თანამდებობის დასახელება
სკოლის ექიმი
დამსაქმებელი
სსიპ - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლა
კატეგორია
ჯანდაცვა
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა
10.02.2017
თანამდებობრივი სარგო:
395 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვედა საზანო
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             1. მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და მშობლების ინფორმირება/რეკომენდაციის გაცემა;
2. იმუნიზაციის შესაბამისი ღონისძიებების ხელშეწყობა;
3. სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში მოსწავლეთა ფიზიკური და გონებრივი განვითარების დარღვევების გამოვლენის შემდგომი რეაგირების ხელშეწყობა და მონიტორინგი; 
4. ბავშვებსა და მოზარდებში ისეთი სიმპტომებისა და სინდრომების გამოვლენა, რომლებიც მოითხოვს პირველად და გადაუდებელ დახმარებას;
5. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მოსვლამდე პირველადი და გადაუდებელი დახმარების გაწევა ტრავმის, დამწვრობის, ასპირაციის, მოტეხილობის, ჭრილობის, რესპირაციული დისტრესის, შოკის, კომის, კრუნჩხვის, ცხელების, ფსიქიკური დარღვევების, ტკივილისა და სხვათა დროს;
6. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის დროული გამოძახება (საჭიროების შემთხვევაში); 
7. მოსწავლეთა შესახებ სკოლაში წარმოდგენილი სპეციალური სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება და შესაბამისი ინფორმაციის შეტანა კომპიუტერში; 
8. ქრონიკული დაავადებების (მაგალითად, სქოლიოზი, მხედველობის დარღვევები და სხვა) გამოვლენის შემთხვევაში ექიმის მიერ დასმული დიაგნოზის შესაბამისი რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი; 
9. ინფექციური დაავადებების პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა; 
10. სკოლაში შემსვლელთა და მოსწავლეთა აცრების კალენდრის შესწავლა და მშობლის/მეურვის ინფორმირების საშუალებით იმუნიზაციის პროგრამებში მოსწავლეთა ჩართულობის ხელშეწყობა, მათთვის რეკომენდაციების მიცემა; 
11. ახდენს მოსწავლეთა ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის კომპიუტერში შეტანას; 
12. გეგმიური და ეპიდსაწინააღმდეგო სანიტარიულ-ჰიგიენური და პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა; 
13. სკოლაში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე ზედამხედველობა; 
14. სასკოლო კვების სტანდარტთან გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი; 
15. მოსწავლეთა, სკოლის პერსონალის და მშობელთა/მეურვის სამედიცინო-პროფილაქტიკური განათლება (ჰიგიენის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ცხოვრების ჯანსაღი წესის და სხვ. შესახებ მოსწავლეებთან საუბარს ექიმი აწარმოებს როგორც სადამრიგებლო საათის ფარგლებში, ისე ინდივიდუალურად); 
16. ბავშვებზე ძალადობის ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში სათანადო სტრუქტურების ინფორმირება; 
17. სკოლის დღის შედგენაში მონაწილეობა; 
18. მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სკოლის დირექციისა და დამრიგებლისათვის რეკომენდაციის მიცემა მოსწავლის საგაკვეთილო პროცესიდან დროებით გათავისუფლების შესახებ.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
3 წელი
პროფესია
ექიმი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მისამართი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვედა საზანო
საკონტაქტო ტელეფონები
598111675
საკონტაქტო პირი
მანანა ჭუმბურიძე

დამატებით მოთხოვნები
                    1. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სავალდებულო მოთხოვნებს: 
ა. ჰქონდეს სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობებში - „საოჯახო მედიცინა“, „პედიატრია“ ან „თერაპევტი"; 
ბ. ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს სამომხმარებლო დონეზე; 
გ. იცოდეს სახელმწიფო ენა. 
2. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით მოთხოვნებს: 
ა) გააჩნდეს ბოლო 10 წლის განმავლობაში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი; 
ბ) ჰქონდეს სკოლის ექიმის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება; 
გ) ჰქონდეს პირველადი ჯანდაცვის სისტემაში მუშაობის გამოცდილება; 
დ) დამთავრებული ჰქონდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პედიატრიული ფაკულტეტი; 
ე) ცხოვრობდეს (ფაქტიური საცხოვრებელი ადგილი) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლის) ადმინისტრაციულ საზღვრებში; 
ვ) მონაწილეობდეს უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში (უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამები, კონფერენციები და სხვა, (საექიმო სპეციალობის ფარგლებში). 
3. თანაბარ პირობებში უპირატესობა ენიჭება იმ კანდიდატებს, რომლებიც არ არიან დასაქმებულნი სხვაგან და/ან ფლობენ სახელმწიფო სერტიფიკატს სამივე სპეციალობაში („საოჯახო მედიცინა“, „პედიატრია“, „თერაპევტი").
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კანდიდატებმა მატერიალური სახით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია: 
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი; 
ბ) საექიმო სპეციალობაში/სპეციალობებში სახელმწიფო სერტიფიკატის ასლ(ებ)ი; 
გ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი; 
დ) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ კანდიდატის უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობას (მოწმობები, სერთიფიკატები და სხვა) ასეთის არსებობის შემთხვევაში; 
ე) დასაქმებული კანდიდატის შემთხვევაში ცნობა სამუშაო ადგილიდან (სამუშაო გრაფიკისა და შესაბამისი საათობრივი დატვირთვის მითითებით); 
ვ) სამოტივაციო წერილი, სადაც კანდიდატის მიერ ნათლად იქნება წარმოჩენილი, თუ რატომ სურს სკოლის ექიმის თანამდებობაზე დასაქმება.
                    

                გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                
            საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, აპლიკაციების მიღების დასრულებიდან 2 (ორი) დღის ვადაში.
            


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება







საწყის გვერდზე დაბრუნება