ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

-160 დღე, -14 საათი, -43 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 94


ვაკანსიის N 41093     

თანამდებობის დასახელება
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სტაჟიორი
დამსაქმებელი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
კატეგორია
სტაჟირება
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა
19.01.2017
თანამდებობრივი სარგო:
ანაზღაურების გარეშე
ადგილების რაოდენობა
17
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სტაჟირება

ფუნქციები
                             სტაჟიორი, სასამართლოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მითითებით და პასუხისმგებელი მოხელის მეთვალყურეობით, ასრულებს კონკრეტულ, ცალკეულ დავალებებს, რომელიც შეიძლება ეხებოდეს სასამართლოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ზოგადად სასამართლოს საქმიანობის საკითხებს.
            
საკონკურსო თემატიკა
                    

ა)  საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი;

გ)  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

დ) საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ე)  საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

ვ) „საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი; 

თ)  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №1/310 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტები.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            ძალიან კარგი
Microsoft Office Excel            ძალიან კარგი
Microsoft Office Outlook            ძალიან კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       ძალიან კარგი       ძალიან კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
საკონტაქტო ტელეფონები
( 995 32) 251-85-21/22/23 (შ/ნ: 202)
საკონტაქტო პირი
ქეთევან გვირჯიშვილი

დამატებით მოთხოვნები
                    - სტაჟიორობის კანდიდატი შეიძლება იყოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, ასევე იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- სასურველია უცხო ენის ცოდნა.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსში მონაწილოებას გააგრძელებს და გასაუბრების ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის (აპლიკაციის) გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს;
- კანდიდატთან დაკავშირება მოხდება მის მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

კონკურსს ჩაატარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საკონკურსო-საატესტაციო კომისია (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159)

კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;
ასევე აუცილებელია კანდიდატმა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი.

კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილოებას.

კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში კონკურსანტმა ასევე უნდა წარმოადგინოს სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა და ცნობა ნასამართლობის არქონის შესახებ.
სასამართლოში სტაჟირების ვადა განისაზღვრება 6 თვემდე. 

სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს მიეცემა სტაჟირების სერტიფიკატი.
                    

                გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                
            კომისია ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატის სტაჟიორად დანიშვნის მიზანშეწონილობის თაობაზე, თანაბარი ხმების შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება კომისიის თავმჯდომარის ხმას. კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
            


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება







საწყის გვერდზე დაბრუნება