ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

-68 დღე, -9 საათი, -26 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 74


ვაკანსიის N 41088     

თანამდებობის დასახელება
ეკონომიკური ზრდის ანალიზის დეპარტამენტის კონსულტანტი (I კატეგორია)
დამსაქმებელი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
კატეგორია
ეკონომიკური
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა
19.01.2017
თანამდებობრივი სარგო:
1730 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             -  ეკონომიკის ზრდის განვითარების ხელისშემშლელი ფაქტორების იდენტიფიცირება და ანალიზისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება/დამუშავება;
-  კონკრეტულ ტენდენციაზე დეტალური ანალიზის მომზადება;
-  ეკონომიკაში არსებული პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით შეხვედრების გამართვა შესაბამის პარტნიორ ორგანიზაციებთან;
-  დეპარტამენტის მიერ ინფორმაციის მისაღებად ელექტრონული არხების აწყობის ორგანიზება და საერთაშორისო გამოცდილების მოძიება; 
-  კორესპონდენციის გაცნობა, შესაბამისი მიმართულების მიცემა; 
-  სამინისტროს დებულებით გათვალისწინებული, სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან გაცემული სხვა დავალებების შესრულება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
3 წელი
პროფესია
ეკონომისტი
საკონკურსო თემატიკა
                    
  1.  საქართველოს კონსტიტუცია;
  2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  3.  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (თავი VI);
  4. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი“;
  5. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  6. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი (თავი I);
  7.  საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი (თავი V);
  8.  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ”.

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       ძალიან კარგი       ძალიან კარგი
რუსული       ძალიან კარგი       ძალიან კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, თ. ჭოველიძის 10ა
საკონტაქტო ტელეფონები
299 11 07
საკონტაქტო პირი
თამარ ჯანდიერი

დამატებით მოთხოვნები
                    - უმაღლესი განათლება ეკონომიკური სპეციალობით  და მუშაობის არანაკლებ 3 - წლიანი გამოცდილება, მათ შორის ეკონომიკური ანალიზის ან/და პოლიტიკის სფეროში მუშაობის არანაკლებ  1  წლიანი გამოცდილება.


                    

დამატებითი ინფორმაცია
                    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შეიმუშავებს და ახორციელებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ამოცანებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქმიანობის ძირითადი სფეროებია: ეკონომიკური პოლიტიკა; ვაჭრობა და ინვესტიციები; ტურიზმი; სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა; ურბანული განვითარება და სივრცით - ტერიტორიული მოწყობა; მშენებლობა; ელექტრონული კომუნიკაციები; საინფორმაციო ტექნოლოგიები; ფოსტა; ტრანსპორტი; სტანდარტიზაცია და მეტროლოგია; აკრედიტაცია; საპენსიო სისტემის რეფორმა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ხელს უწყობს მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვას და შენარჩუნებას.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დასაქმების შემთხვევაში სამინისტრო გთავაზობთ:
1. თანამშრომლის ორიენტაცია/ადაპტაციას;
2. მოტივაციის სისტემებს;
3. განვითარების საშუალებას;
4. კვალიფიკაციის ამაღლებაში ხელშეწყობას;
5. კარგ კორპორატიულ კულტურას და მაღალი სტანდარტის ეთიკურ გარემოს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გისურვებთ წარმატებას პროფესიულ და კარიერულ განვითარებაში.

სრული ინფორმაციისათვის იხილეთ: www.economy.ge


სავალდებულოა აიტვირთოს განათლებისა და სამუშაო გამოცდილების  დამადასტურებელი დოკუმენტები;

გასაუბრება გაიმართება ინგლისურ და რუსულ ენებზეც.          
                    

                გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                
            გადაწყვეტილება მიიღება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით, განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან 3 თვის ვადაში.
            


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება







საწყის გვერდზე დაბრუნება