ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

-157 დღე, -16 საათი, -19 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 72


ვაკანსიის N 41087     

თანამდებობის დასახელება
ფინანსური აღრიცხვისა და ბუღალტერიის დეპარტამენტის ანგარიშგებისა და ბიუჯეტის განყოფილების უფროსი სპეციალისტი
დამსაქმებელი
საქართველოს ეროვნული ბანკი
კატეგორია
ბუღალტერია
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა
20.01.2017
თანამდებობრივი სარგო:
2100 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             •	საერთაშორისო რეზერვების მართვის სისტემაში მიმდინარე ოპერაციების ბუღალტრულად დამუშავება და პროცესების მიმდინარეობის კონტროლი;
•	რეზერვების მართვის სისტემაში კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
•	ფინანსური ანგარიშგებების და სხვა სახის შიდაორგანიზაციული რეპორტების მომზადება; 
•	დეპარტამენტის შიდაპროცესების ოპტიმიზაციასა და გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
•	IFRS 9 სტანდარტის დანერგვაში მონაწილეობის მიღება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
საკონკურსო თემატიკა
                    

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;
 საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის მარეგულირებელი წესები და ინსტრუქციები.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            დამაკმაყოფილებელი
Microsoft Office Excel            დამაკმაყოფილებელი
Microsoft Office PowerPoint            დამაკმაყოფილებელი
Microsoft Office Outlook            დამაკმაყოფილებელი
Windows            დამაკმაყოფილებელი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
რუსული       დამაკმაყოფილებელი       დამაკმაყოფილებელი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მისამართი
თბილისი, სანაპიროს ქ. №2
საკონტაქტო ტელეფონები
240 61 99
საკონტაქტო პირი
გვანცა ცქიტიშვილი

დამატებით მოთხოვნები
                    •	უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი ეკონომიკის დარგში); 
•	სასურველია ფინანსურ სექტორში  მუშაობის ორწლიანი გამოცდილება (სასურველია წამყვან საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება);
•	სასურველია ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
•	სასურველია ACCA-ს სერტიფიკატის ფლობა;
•	სასურველია ინგლისური ენის კარგად ცოდნა.

•	თვითგანვითარების სურვილი და სიახლეების ინიცირების უნარი;
•	კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
•	პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება;
•	ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
•	მიზანდასახულობა;
•	სხარტი აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზირების უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    ფინანსური აღრიცხვისა და ბუღალტერიის დეპარტამენტის ამოცანებია: სებ–ის ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოების უზრუნველყოფა; ანგარიშგებების საფუძველზე ბანკის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი; სებ–ის სისტემაში საბუღალტრო პოლიტიკის, პროცედურების, ნორმების, წესების შემუშავება და განახლება.

სამუშაოს სპეციფიკა: პოზიცია მოიცავს დინამიურ და მრავალმხრივ სამუშაოს საინტერესო და ძლიერი პროფესიონალების გუნდში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულს სრულად წარმოაჩინოს და განავითაროს თავისი შესაძლებლობები, მათ შორის შიდა და ორგანიზაციის გარეთ ტრენინგების მეშვეობით. 
                    

                გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                
            საკონკურსო-საატესტაციო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, აპლიკაციების მიღების ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 3 თვისა. 
            


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება








საწყის გვერდზე დაბრუნება