ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

3 დღე, 19 საათი, 18 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 77


ვაკანსიის N 41083     

თანამდებობის დასახელება
საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის ზედამხედველობის 1–ლი განყოფილების მთავარი სპეციალისტი
დამსაქმებელი
საქართველოს ეროვნული ბანკი
კატეგორია
საბანკო ზედამხედველობა
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა
20.01.2017
თანამდებობრივი სარგო:
4020 ლარი
ადგილების რაოდენობა
2
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             •	საკრედიტო სპეც. ჯგუფებთან ერთად ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ბანკის კორპორატიული მსესხებლის კრედიტუნარიანობის შეფასება; 
•	კორპორატიული სესხების (Top 100) მონიტორინგი და შემოწმება;
•	საკრედიტო პროდუქტების რისკიანობის ანალიზი;
•	სესხის გაცემის პროცედურების ანალიზი და რისკიანობის შეფასება;
•	მცირე და საშუალო სესხების და საცალო სესხების პორტფელური რისკების შეფასება და ანალიზი;
•	ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ბანკის ფინანსური განვითარების მონიტორინგი, ბანკის მოგება ზარალის და საბალანსო უწყისის თვის/წლის ჭრილში დეტალური ფინანსური ანალიზი და ცვლილებების გამოკვლევის მიზნით ბანკთან აქტიური კომუნიკაცია;
•	ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ბანკის ადგილზე შემოწმებებში მონაწილეობა საკრედიტო რისკების ადექვატური შეფასების მიზნით;
•	ბანკის საზედამხედველო კაპიტალის კომპონენტების დონეზე კონტროლი და სარისკო ტენდენციის გამოვლენის შემთხვევაში ხელმძღვანელობასთან კომუნიკაცია;
•	ბანკის დაკავშირებულ მხარესთან წარმოშობილი ტრანსაქციების მკაცრი კონტროლი და შესაბამისი რეაგირების მოხდენა;
•	ბანკის მიერ სასესხო დანაკარგების რეზერვის შექმნის მეთოდოლოგიის და პრაქტიკის შედარება და ანალიზი;
•	IFRS სტანდარტით და ეროვნულის სტანდარტით მომზადებული წლიური ფინანსური უწყისების შედარებითი ანალიზი. ძირითადი სხვაობების გარკვევა, კომუნიკაცია უშუალო ხელმძღვანელობასთან.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;

„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

საბანკო ზედამხედველობისათვის გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტები.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            დამაკმაყოფილებელი
Microsoft Office Excel            დამაკმაყოფილებელი
Microsoft Office Outlook            დამაკმაყოფილებელი
Microsoft Office PowerPoint            დამაკმაყოფილებელი
Windows            დამაკმაყოფილებელი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       ძალიან კარგი       ძალიან კარგი
რუსული       კარგი       კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მისამართი
თბილისი, სანაპიროს ქ. №2
საკონტაქტო ტელეფონები
240 61 99
საკონტაქტო პირი
გვანცა ცქიტიშვილი

დამატებით მოთხოვნები
                    •	უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკურ, საბანკო ან ფინანსურ სფეროში);
•	საბანკო სექტორში ან/და საბანკო ზედამხედველობის სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება.
•	პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება;
•	კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
•	ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის  მიზანია საფინანსო სექტორის საიმედოობისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკების საქმიანობას, რაც მოიცავს კომერციული ბანკების შემოწმებას და ფინანსური მდგომარეობის ანალიზზე დაყრდნობით შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებს, მათი საქმიანობის რეგულირებას, საჭიროების შემთხვევაში სანქციებისა და შეზღუდვების დაწესებას ეროვნული ბანკის დებულებების, წესების და ინსტრუქციების მიხედვით. 

ტესტირების საკითხები მოიცავს შემდეგ თემებს:
 •	ფინანსური უწყისების ანალიზი;
 •	კოეფიციენტების ანალიზი;
 •	მსესხებლის კრედიტუნარიანობის ანალიზი.
                    

                გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                
            საკონკურსო-საატესტაციო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, აპლიკაციების მიღების ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
            


განცხადების გადარჩევა
ტესტირება
გასაუბრება







საწყის გვერდზე დაბრუნება