ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

-69 დღე, -9 საათი, -27 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 50


ვაკანსიის N 41081     

თანამდებობის დასახელება
სამეგრელოსა და ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს სპეციალისტი
დამსაქმებელი
საქართველოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო
კატეგორია
საქმისწარმოება
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა
18.01.2017
თანამდებობრივი სარგო:
900 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ზუგდიდი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             უზრუნველყოფს შემოსული, შიდა და გასული დოკუმენტების ადმინისტრირებას. უზრუნველყოფს შემოსული დოკუმენტის ადრესატთან მოხვედრას.
- არეგისტრირებს კორესპონდენციას;
- ამზადებს პასუხებს შემოსულ კორესპონდენციაზე ბიუროს უფროსთან შეთანხმებით;
- ამზადებს პასუხებს შემოსულ კორესპონდენციაზე ბიუროს უფროსთან შეთანხმებით;
- აგზავნის ფოსტას შესაბამისი რეესტრით;
- ამზადებს სტატისტიკურ ანგარიშს შემოსული განაჩენების თაობაზე;
- იცავს დოკუმენტების სრულ კონფიდენციალობას და არის პასუხისმგებელი მათ შენახვაზე;
- ახდენს სააღსრულებო საქმეების არქივის სრულყოფას;
- საჭიროების შემთხვევაში, ასრულებს სამუშაოსთან დაკავშირებულ სხვა დავალებებს.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
სასურველი ასაკი -დან
21
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს კონსტიტუცია (II თავი);
ბ) საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსი (III და IV თავები);
გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ”;
დ) „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონი;
ე) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №903 ბრძანება;
ვ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 26 აპრილის №74 ბრძანება;
ზ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება;
თ) „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №174 ბრძანება;
ი) „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონი.


საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მისამართი
თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. №42
საკონტაქტო ტელეფონები
2303012
საკონტაქტო პირი
ნათია კვარაცხელია

დამატებით მოთხოვნები
                    ა) საჯარო სამსახურში საქმისწარმოების მიმართულებით 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
ბ) ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველი).
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს კანდიდატი, თუ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე (www.hr.gov.ge) ატვირთული დოკუმენტაციით მოხდება მისი შესაბამისობის დადგენა ვაკანტური თანამდებობისათვის დაწესებულ მოთხოვნებთან;
კონკურსში მონაწილე პირებმა განაცხადის შევსების დროს შესაბამის ველში უნდა ატვირთონ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და შექმნან სამოტივაციო წერილი;
კანდიდატი, რომლის მონაცემებიც სრულად არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს, გასაუბრებაზე არ დაიშვება;
კონკურსი ითვლება გავლილად გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში;
კანდიდატები ვალდებულნი არიან გასაუბრებაზე გამოცხადებისას თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წიმააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება;
გასაუბრებაზე დარბაზში დაიშვებიან მხოლოდ კანდიდატები და უფლებამოსილი პირები.


                    

                გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                
            გადაწყვეტილების მიღების საბოლოო ვადაა 2017 წლის 09 მარტი. საკონკურსო-საატესტაციო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით.
            


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება







საწყის გვერდზე დაბრუნება