ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

-125 დღე, -11 საათი, -51 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 30


ვაკანსიის N 41080     

თანამდებობის დასახელება
ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტი
დამსაქმებელი
სსიპ - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი
კატეგორია
განათლება/სწავლება
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა
18.01.2017
თანამდებობრივი სარგო:
600 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
მცხეთის რ-ნი სოფელი წინამძღვრიანთკარი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
1 თვე

ფუნქციები
                             1.	კომპეტენციის ფარგლებში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
2.	შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა რეკრუტირება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩართვის მიზნით; 
3.	შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა და მათი ოჯახების კონსულტირება პროფესიული განათლების სისტემაში ჩართვის შესაძლებლობების შესახებ, მხარდაჭერა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ჩართვის პროცესში; 
4.	საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინურ გუნდთან აქტიური თანამშრომლობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ზოგადსაგანმანათლებლო სისტემიდან პროფესიული განათლების სისტემაში გადამისამართების პროცესში;
5.	შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა შეფასება მათი პროფესიული ინტერესების, წინა პროფესიული უნარ–ჩვევების დადგენის მიზნით; 
6.	შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა პროფორიენტაციის განხორციელება კარიერის დაგეგმვის სპეციალისტთან და პროფესიული განათლების მასწავლებელთან ერთად; 
7.	შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტთათვის სასწავლო პროცესის და სასწავლო გარემოს მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით განსაზღვრა; ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება; 
8.	შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტთათვის როგორც თეორიული, ასევე სასწავლო და საწარმოო პრაქტიკისას ინდივიდუალურად მორგებული სასწავლო პროცესის და სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის კადრთან ერთად (პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან, პროფესიულ მასწავლებლებთან, კარიერის დაგეგმვის სპეციალისტებთან და სხვ.); 
9.	პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა და სხვა სპეციალისტთა კონსულტირება და მხარდაჭერა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტთა სწავლების პროცესში; 
10.	მონაწილეობის მიღება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და პრაქტიკის მიმღებ ორგანიზაციებში ინკლუზიური განათლების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების დანერგვის პროცესში (შესაბამისი აქტივობები დაგეგმვა და უზრუნველყოფა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა, დამსაქმებელთა, სტუდენტთა შორის); 
11.	პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, პრაქტიკის მიმღებ ორგანიზაციებში, დასაქმების ადგილებში, თემში ინკლუზიური განათლების მხარდაჭერისთვის შესაბამისი აქტივობების ინიცირება, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან და პროექტის „ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“ ადმინისტრაციასთან შეთანხმებით; 
12.	შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტთა საგანმანათლებლო პროცესის მართვისას მულტიდისციპლინური გუნდური მიდგომით და ეთიკური პრინციპების დაცვით მოქმედება; 
13.	შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტთა საგანმანათლებლო პროცესის და განხორციელებული მხარდამჭერი აქტივობების დოკუმენტირება; 
14.	პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან ინკლუზიური განათლების მხარდაჭერისთვის განსაზღვრული აქტივობების განხორციელება;
15.	მასთან დაცული დოკუმენტების საარქივოდ მომზადება (დახარისხება, აღრიცხვა–სისტემატიზაცია) და დირექტორის თანხმობით არქივისათვის (შიდა) გადაცემა;
16.	ჩატარებული მუშაობის  ყოველთვიური და კვარტალური ანგარიშის მომზადება და წარდგენა კოლეჯის დირექტორისა თვის;
17.	ახორციელებს კანონმდებლობით და დირექტორის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
პროფესია
ინკლუზიური განათლების სპეციალისტი/ფსიქოლოგი/ოკუპაციური თერაპევტი
სასურველი ასაკი -დან
21


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            დამაკმაყოფილებელი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       ძალიან კარგი       ძალიან კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მისამართი
მცხეთის რაიონი, სოფელი წინამძღვრიანთკარი
საკონტაქტო ტელეფონები
577556152

                გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                
            გადაწყვეტილებას კომისია მიიღებს განაცხადების ვადის ამოწურვიდან ერთი თვის ვადაში, ხმათა უმრავლესობით.
            


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება





საწყის გვერდზე დაბრუნება