ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

-68 დღე, -9 საათი, -27 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 89


ვაკანსიის N 41061     

თანამდებობის დასახელება
სსიპ-საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე
დამსაქმებელი
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
კატეგორია
მართვა/მენეჯმენტი
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა
19.01.2017
თანამდებობრივი სარგო:
2400 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             - სამსახურის უფროსის მითითებებისა და დავალებების შესრულება;
- მონიტორინგის სამმართველოს ზედამხედველობა;
- სამსახურის თანამშრომლების და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების მიერ სამსახურის შინაგანაწესის და მანდატურის ეთიკის კოდექსის შესრულების კონტროლი;
- მის საკურაციოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირება;
- საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
5 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

-  საქართველოს კონსტიტუცია;

- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;

- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

-  საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი”;

-  საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;

- „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 01 ივლისის №414 ბრძანებულება;

- „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;

- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აგვისტოს №74/ნ ბრძანება.


საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, დ. უზნაძის 52
საკონტაქტო ტელეფონები
2 200 220

დამატებით მოთხოვნები
                    - ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის  გამოცდილებაბარანაკლებ 2 წელი;
- განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Outlook) ცოდნა;
- უცხოური ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული).

პროფესიული უნარ-ჩვევები: 
• დაგეგმვის, ანალიზისა და სტრატეგიული ხედვის უნარი; 
• გადაწყვეტილების მიღების უნარი; 
• არგუმენტირებული შეფასების უნარი; 
• საკითხის მიმართ პოზიტიური მიდგომისა და გადაჭრის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    აუცილებელია კანდიდატმა: 
- განათლება გრაფაში ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მეორე ეტაპზე); 
- დამატებითი დოკუმენტები გრაფაში ატვირთოს არანაკლებ 5 წლიანი ნებისმიერი სამუშაო გამოცდილების, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილებისა და განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მეორე ეტაპზე); 
- შესაბამის გრაფაში მიუთითოს მინიმუმ 1 რეკომენდატორი (სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა და საკონტაქტო ინფორმაცია) და წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი.
                    

                გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                
            კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით, აპლიკაციების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
            


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება












საწყის გვერდზე დაბრუნება