ხშირად დასმული კითხვები


როგორ დავრეგისტრირდე თქვენს საიტზე?

რეგისტრაციისთვის და თქვენი რეზიუმეს შესაქმნელად დააჭირეთ ღილაკს რეგისტრაცია და მიჰყევით ინსტრუქციას.


დამავიწყდა ჩემი პაროლი, როგორ მოვიქცე?

პაროლის აღსადგენად დააჭირეთ ღილაკს დაგავიწყდათ პაროლი?, მიუთითეთ თქვენი პირადი ნომერი ან ელ. ფოსტა. შემდეგად, ელ. ფოსტაზე მიიღებთ ბმულს რომლის საშუალებითაც შეძლებთ სისტემაში შესასვლელი პაროლის შეცვლას.


რა სახის კონკურსები არსებობს საჯარო სამსახურში?

კონკურსის სახეებია: ღია კონკურსი, დახურული კონკურსი და გამარტივებული საჯარო კონკურსი


რას გულისხმობს დახურული კონკურსი?

საჯარო მოხელე მესამე, მეორე ან პირველი რანგის მოხელის თანამდებობაზე ინიშნება დახურული კონკურსის საფუძველზე. დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში.


რას გულისხმობს გამარტივებული კონკურსი?

გამარტივებული კონკურსი ცხადდება კანდიდატის შრომითი ხელშეკრულების მისაღებად. ასევე, კანდიდატი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე მისაღებად შეირჩევა გამარტივებული კონკურსის საფუძველზე.


დამსაქმებელს არ აქვს მითითებული საკონტაქტო ელ. ფოსტა. სად შეიძლება გავაგზავნო ჩემი რეზიუმე?

უნდა დარეგისტრირდეთ ვებ გვერდზე www.hr.gov.ge, შეავსოთ ელექტრონული რეზიუმე და თქვენთვის საინტერესო ვაკანსიაზე გააგზავნოთ განაცხადი მხოლოდ ონლაინ რეჟიმში.


როგორ გავაკეთო განაცხადი ონლაინ?

განაცხადის გასაკეთებლად, აირჩიეთ სასურველი ვაკანსია და დააჭირეთ ღილაკს „გააკეთე განაცხადი ვაკანსიაზე“. განაცხადის გასაკეთებლად აუცილებელია გავლილი გქონდეთ ავტორიზაცია www.hr.gov.ge-ზე და შევსებული გქონდეთ ელექტრონული რეზიუმე. განაცხადი ითვლება გაკეთებულად შესაბამისი სისტემური შეტყობინების - „განაცხადი გაკეთებულია“ - გამოჩენის შემდეგ.


ვერ ვაკეთებ განაცხადს ონლაინ რეჟიმში. მთხოვს ინფორმაციული ველების შევსებას. რა შეიძლება იყოს მიზეზი?

განაცხადის გაკეთებისას პროგრამა გთხოვთ გამორჩენილი ინფორმაციული ბლოკების შევსებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დამსაქმებელის მიერ სავალდებულოდ არის მოთხოვნილი კონკრეტული ველების შევსება. შესაბამისად, განაცხადის გაკეთება კონკრეტულ ვაკანსიაზე შეუძლებელი იქნება ამ სავალდებულო ველების შევსების გარეშე. მაგალითად, თუ კონკრეტული ვაკანსიისთვის დამსაქმებელმა სავალდებულოდ მიიჩნია სამოტივაციო წერილის წარმოდგენა, თქვენ ვერ გააკეთებთ განაცხადს სამოტივაციო წერილის დაწერის გარეშე.


როგორ გავიგო მიიღო თუ არა ორგანიზაციამ ჩემი განაცხადი?

განაცხადი გაგზავნილად ითვლება მას შემდეგ, რაც დაინახავთ შესაბამის სისტემურ შეტყობინებას - „განაცხადი გაკეთებულია“. შეტყობინების გამოჩენა იმის მანიშნებელია, რომ თქვენ მიერ გაკეთებული განაცხადი მიეწოდა დამსაქმებელს. ამასთან, თქვენ მიერ გაგზავნილი განაცხადების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შეგიძლიათ „გაკეთებული განაცხადების“ ველში.


რა სახით მივიღებ ჩემ მიერ დასმულ კითხვაზე პასუხს?

კითხვა შეგიძლიათ დაუსვათ, როგორც დამსაქმებელს ვაკანსიის ბოლოს განთავსებული ღილაკის საშუალებით , ასევე საჯარო სამსახურის ბიუროს, ველში „დაგვიკავშირდით“. პირველ შემთხვევაში პასუხს მიიღებთ www.hr.gov.ge -ს შეტყობინების გრაფაში. ბიუროს დაკავშირების შემთხვევაში კი იმ ელექტრონული ფოსტის მისამართზე, რომელითაც რეგისტრირებული ხართ ვებ გვერდზე.


რამდენ ხანში გამომეხმაურება ორგანიზაცია ჩემს განაცხადთან დაკავშირებით?

ყველა ვაკანსიას მითითებული აქვს განაცხადების მიღების ბოლო ვადა. ჩვეულებრივ, დამსაქმებლების მიერ განაცხადების განხილვა სწორედ ამ ვადის ამოწურვის შემდეგ იწყება. ეს პროცესი დამოკიდებულია კონკრეტული ორგანიზაციის სპეციფიკასა და მიღებული განაცხადების რაოდენობაზე რაც შეეხება საბოლოო გადაწყვეტილებას, კომისია ვალდებულია გადაწყვეტილება მიიღოს განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში. თქვენ მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აუცილებლად მიიღებთ წერილობით შეტყობინებას რეგისტრაციის დროს მითითებულ ელექტრონულ მისამართზე ან www.hr.gov.ge –ს პირად შეტყობინებაში. ვადების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიღება უშუალოდ დამსაქმებელთან დაკავშირების გზითაც არის შესაძლებელი.


შემიძლია თუ არა შეცდომით გაგზავნილ რეზიუმეში ცვლილების შეტანა?

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა წაშალოთ , დაარედაქტიროთ და შემდგომ თავიდან გააკეთოთ განაცხადი ვაკანსიაზე დამსაქმებლის განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვამდე.